• 14 03 2019
    • 405 ნახვა
    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აქცია კათარზისში გამართა

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აქცია კათარზისში გამართა

    12 მარტს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აქცია კათარზისში გამართა.
    კათარზისის ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ მაღალკვალიფიციური ექიმების: ნევროლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის და რადიოლოგის უფასო კონსულტაციებით და გამოკვლევებით.
    თითოეულ მათგანს საჭიროებისამებრ გაეწია ექიმის კონსულტაცია და მიეცა შესაბამისი დანიშნულება.
    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა მომავალში კვლავ გეგმავს კათარზისში მსგავსი აქციის ჩატარებას და მოთხოვნიდან გამომდინარე უფასო კონსულტაციებს.
    ბოჭორიშვილის კლინიკა მადლობას უხდის ექიმებს გაწეული შრომისთვის, თითოეულ კათარზისის თანამშრომელს გაწეული დახმარებისთვის და აქციის ორგანიზებისთვის.