• 02 05 2022
    • 1443 ნახვა
    „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკისა“  და „ავერსი-ფარმას“ ერთობლივი  საქველმოქმედო აქცია  მცხეთის  მუციპალიტეტის  სოფელ ნიჩბისში

    „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკისა“ და „ავერსი-ფარმას“ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია მცხეთის მუციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში

    „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკისა“ და „ავერსი-ფარმას“ ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქციების სერია გრძელდება.
    29 აპრილს ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ექიმებისა და ,,ავერსი ფარმას” ორგანიზებით უკვე მესამედ გაიმართა უფასო გამოკვლევა გასინჯვა, რომელიც ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში ჩატარდა.

    ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ექიმებმა სოფელ ნიჩბისის მოსახლეობას თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ინფექციური და ნევროლოგიური კონსულტაციები გაუწიეს, ასევე აქციაზე მოსულ მოსახლეობას ჩაუტარდათ ექოსკოპიური, კარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევები.
    „ავერსი-ფარმამ“ აქციის ყველა მონაწილეს, ტრადიციისამებრ, უფასოდ გადასცა პირველადი დახმარების 16 დასახელების მედიკამენტი.

    .
    „ავერსი“ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. ამ ტიპის აქციები „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკისის“ მიერ, გარდა სოფელ ნიჩბისისა გაიმართა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონის სოფლებში.