• 24 08 2017
    • 301 ნახვა
    ანგინა

    ანგინა

    ანგინა ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, სოკო, პნევმოკოკი და სხვა.
    ანგინის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი, ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებები.

    არსებობს ანგინის რამდენიმე ფორმა:
    • კატარული
    • ფოლიკულარული
    • ლაკუნური
    • ფიბრინოზული
    • ჰერპესული
    • ფლეგმონოზური
    • წყლულოვან ნეკროზული
    • შერეული ფორმები

    დაავადება როგორც წესი, მოულოდნელად იწყება. ავადმყოფი გრძნობს საერთო სისუსტეს, სიმძიმეს თავის არეში, ყელის ტკივილს, ტკივილს ყლაპვის დროს, ყელის სიმშრალესა და ჩახეხვის შეგრძნებას, ხშირად ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე იმატებს.
    ანგინა ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, სწორად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში პაციენტი 4-5 დღეში თავს უკეთესად გრძნობს, თუმცა აუცილებელია მინიმუმ 10 დღიანი მკურნალობის ჩატარება.
    გართულებების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფმა დაუშვებელია მიმართოს თვითკურნალობას.

    რეკომენდაციები:

    • გაიკეთეთ ნიღაბი რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება
    • ხშირად გაანიავეთ სახლი
    • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე
    • ხშირად დაიბანეთ ხელები

კატეგორიები