• 26 11 2020
    • 321 ნახვა
    ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება და მისგან გამოწვეული პრობლემები!

    ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება და მისგან გამოწვეული პრობლემები!

    რატომ არ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად და რა ზიანს აყენებს ის ჩვენს ორგანიზმს ?!

    > წამლის მიღების სურვილი, სავარაუდოდ, ის უპირატესი თავისებურებაა, რომელიც ადამიანს ცხოველებისგან განასხვავებს“ ამბობდა კანადელი ექიმი, მეცნიერი,   „თანამედროვე მედიცინის მამად“  აღიარებული   უილიამ ოსლერი.

    ცხოვრების მანძილზე ყოველი ჩვენგანი  გამხდარა ავად რესპირაციული  ინფექციებით . გვაწუხებს ხველა, ტემპერატურა სუნთქვა გვიმძიმს და ა.შ.  როგორ ვიქცევით? უხშირესად თვითმკურნალობას ვეწევით და ვიწყებთ  ანტიბიოტიკების  მიღებას  ან  მივდივართ ექიმთან იმ მოლოდინით, რომ დაგვინიშნავენ უებარ ანტიბიოტიკებს  და აუცილებლად მივრჩებით, თუმცა…

    განვიხილოთ რა იწვევს  რესპირაციულ ინფექციებს    ვირუსი  შემთხვევათა 75%  –ში.  ბაქტერია 24%  – ზე ნაკლებად, სოლო 1%ზე ნაკლებად სოკო  და პარაზიტები.

    ახლა მოკლედ შევჩერდეთ რა არის ანტიბიოტიკები?

    > ანტიბიოტიკები მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა,  რომლებიც კლავენ ბაქტერიებს ან ხელს უშლიან მათ გამრავლებას.  ისინი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.

    თუ ამ ორ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მაშიმ გამოვიტანთ დასკვნას, რომ რესპირაციული დაავადებების მკურნალობაში, ანტიბიოტიკები არა თუ უეფექტოა, არამედ ხშირად მრავალი გართულების  მიზეზი ხდება.   ანტიბიოტიკების არარაციონალურად გამოყენებისას ყალიბდება  მანკიერი წრე,  როდესაც  ანტიბიოტიკი ვეღარ მუშაობს მაშინ,  ის მართლაც საჭიროა ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ.  ასევე ხშირია  გვერდითი მოვლენები დიარეის , ალერგიის. სახით,

    > საინტერესოა, რას ნიშნავს ანტიბიოტიკების არა რაციონალური გამოყენება. ანტიბიოტიკი ვიღებთ  მაშინ, როდესაც ის ჩვენს ორგანიზმს არ სჭირდება. ან არასწორ დოზას ვიღებთ.  ან ვიღებთ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს არააუცილებლობის შემთხვევაში.

    რაში მდგომარეობს საფრთხე?

    > ანტიბიოტიკების არარაციონალურად გამოყენების დროს ჩნდება ერთდროულად რამდენიმე ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული (გამძლე) ბაქტერიები. საბოლოო ჯამში, მათში შეიძლება განვითარდეს რეზისტენობა ყველა არსებული ანტიბიოტიკისადმი. შეიძლება დავბრუნდეთ ე.წ. „ანტიბიტოიკებამდელ ხანაში“, რაც  ფაქტიურად უკურნებელს და სიცოცხლისთვის საშიშს გახდის „უბრალო“ ბაქტერიულ ინფექციებს. შეუძლებელი გახდება რიგი სამედიცინო და დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და ქირურგიული ჩარევების განხორციელება.

    შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ექიმი გეტყვით, რომ თქვენი ოჯახის წევრს ან ახლობელს აქვს რაიმე ბაქტერიული ინფექცია, მაგალითად – ფილტვების ანთება და რომ მისი განკურნება შეუძლებელია, ვინაიდან ანტიბიოტიკები ამას ვერ გაუმკლავდება

    ამიტომ, გახსოვდეთ!

    > ნუ გამოიყენებთ ანტიბიოტიკებს თვითმკურნალობის მიზნით, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებმა ანტიბიოტიკები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;  ბოლომდე დაასრულეთ ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი  მაშინაც კი, თუ უკეთ იგრძნობთ თავს;  მკაცრად დაიცავით  დანიშნული დოზირება და ანტიბიოტიკის მიღების სიხშირე;  არ გამიყენოთ წინა მკურნალობიდან დარჩენილი ანტიბიოტიკები და ჩვენთვის განკუთვნილი ანტიბიოტიკები არ გავუზიაროთ სხვებს.

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცეტრის  პედიატრი ნანა საპანაძე

ბოლო აქციები