
აქცია "კათარზისში" (ვიდეო)
20 სექტემბერს, ბოჭორიშვილის კლინიკამ სათნოების სახლ “კათარზისის” ბენეფიციარებისთვის განმეორებითი აქცია გამართა.
სათნოების სახლის ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ მაღალკვალიფიციური ექიმების: კარდიოლოგის, ნევროლოგის, ქირურგის, თერაპევტის და რადიოლოგის უფასო კონსულტაციებით და გამოკვლევებით.
ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმებმა ავერსი-ფარმას მხარდაჭერით შეძლეს დანიშნული მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ აქციის მონაწილეთათვის