• 21 09 2019
    • 281 ნახვა
    აქცია სათნოების სახლ

    აქცია სათნოების სახლ "კათარზისში"

    20 სექტემბერს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ განმეორებითი აქცია გამართა სათნოების სახლ “კათარზისში”. სათნოების სახლის ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ მაღალკვალიფიციური ექიმების: კარდიოლოგის, ნევროლოგის, ქირურგის, თერაპევტის და რადიოლოგის უფასო კონსულტაციებით და გამოკვლევებით.

    ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმებმა ავერსი-ფარმას მხარდაჭერით შეძლეს დანიშნული მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ აქციის მონაწილეთათვის.

    წინამორბედი აქციის შემდეგ “კათარზისის” არაერთმა ბენეფიციარმა ჩვენს კლინიკაში გაიარა სტაციონარული მკურნალობა.

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა მომავალში კვლავ გეგმავს კათარზისში მსგავსი აქციის ჩატარებას, ხოლო 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით კლინიკა დააფინანსებს სადილს “კათარზისის” ბენეფიციარებისთვის.