• 11 08 2017
    • 2689 ნახვა
    ბორელიოზი

    ბორელიოზი

    ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება აქტუალური ზაფხულის პერიოდში ხდება, მაშინ როდესაც მრავლდებიან ტილები და ტკიპები.
    ბორელიოზის მატარებლები არიან გარეული ცხოველები, მღრღნელები და ფრინველები, რომლებიც წარმოადგენენ ინფექციის რეზერვუარს.

    ადამიანი ავადდება ტკიპის ნაკბენის შედეგად, რაც იწვევს ნერვული სისტემის, გულის, კანის, სახსრების და სხვა და სხვა ორგანოების დაზიანებას.
    ლაიმის დაავადება ემორჩილება მკურნალობას, თუმცა აუცილებელია ექიმის ჩარევა ნაკბენის დაფიქსირებისთანავე მოხდეს.
    ინკუბაციის პერიოდი 3 დან 30 დღემდეა. მკურნალობის შემდეგ პაციენტს შეიძლება 1 წლის მანძილზე აწუხებდეს ქრონიკული დაღლილობა, კუნთებისა და სახრსრების ტკივილი, რასაც „ლაიმის დაავადების პოსტ-სინდრომს“ უწოდებენ.

    ბორელიოზის დამახასიათებელია: ბეჭდისებური ფორმის გამონაყარი კანზე მცოცავი ერითემის სახით, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ოფლიანობა, ცხელება, ყელის ტკივილი, ართრიტი, ჯირყვლების შეშუპება, უძილობა, მარტივად გაღიზიანება, თავის ტკივილი, თვალის კუნთების ტკივილი, გულისრევა და ღებინება, კანის სიმშრალე.

    პროფილაკტიკის მიზნით აუცილებელია ყველა შემთხვევის ადრეული გამოვლინება და საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია.