• 26 11 2018
    • 58 ნახვა
    ბოჭორიშვილის კლინიკამ საქართველოს პენსიონერთა კავშირის ბენეფიციარებისთვის აქცია გლდანში გამართა

    ბოჭორიშვილის კლინიკამ საქართველოს პენსიონერთა კავშირის ბენეფიციარებისთვის აქცია გლდანში გამართა

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ საქართველოს პენსიონერთა კავშირის ბენეფიციარებისთვის აქცია გლდანში გამართა. აქციით ისარგებლეს როგორც პენსიონერებმა, ასევე სოციალურად დაუცველებმა პირებმა.
    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკასა და პენსიონერთა კავშირის შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ მაღალკვალიფიციური ექიმების: კარდიოლოგის, ნევროლოგის, ქირურგის, თერაპევტის და რადიოლოგის უფასო კონსულტაციებით და გამოკვლევებით.
    თითოეულ მათგანს საჭიროებისამებრ გაუკეთდა ელექტროკარდიოგრამა, გულის და მუცლის ღრუს ექოსკოპიური გამოკვლევები, გადაეცა მედიკამენტები და მიეცა შესაბამისი დანიშნულება.

    ჩვენი კლინიკა ზრუნავს მოსახლეობაზე და მომავალში კვლავ გააგრძელებს მსგავსი აქციების ჩატარებას როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

    ბოჭორიშვილის კლინიკა მადლობას უხდის ექიმებს გაწეული შრომისთვის.