• 30 05 2019
    • 374 ნახვა
    ბოჭორიშვილის კლინიკას ეწვია უკრაინის დელეგაცია

    ბოჭორიშვილის კლინიკას ეწვია უკრაინის დელეგაცია

    29 მაისს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას ეწვია უკრაინის დელეგაცია. ვიზიტის მიზანი იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედის ჩატარება კლინიკის მენეჯმენტთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.
    დელეგაციას ხელმძღვანელობდა NATO-ს საინფორმაციო და ანალიტიკური ცენტრის ექსპერტი მედიცინის დარგში – ალექსანდრ მარუსინი (Ivano-Frankivsk).
    17 დელეგატს შორის NATO-ს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში – ოლეგ ბელოუსი, UNICEF-ის ექსპერტი, უკრაინის დამსახურებული ექიმი რადისლავ კოტურბაში და უკრაინის სხვადასხვა კლინიკის წამყვანი სპეციალისტები.
    კლინიკის პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებს საშუალება მიეცათ დეტალურად გაცნობოდნენ კლინიკის ყველა დეპარტამენტის მუშაობას, დაესვათ კითხვები კოლეგებისთვის და გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები.

    ბოჭორიშვილის კლინიკა მადლობას უხდის უკრაინულ მხარეს ჩვენი კლინიკის მიმართ ასეთი მაღალი ინტერესისთვის და მუდმივ მზაობას გამოთქვამს მსგავსი ხასიათის შეხვედრის მიმართ!