• 17 07 2019
    • 114 ნახვა
    ენდოპროთეზირება

    ენდოპროთეზირება

    ენდოპროთეზირება – იდეალური მიღწევები გართულებების გარეშე!

    რომან გიორგაძე ბაღდათის რაიონ სოფელ დიმიდან არის, ამჟამად ჯოხით გადაადგილდება, თუმცა მოკლე დროში რეაბილიტაციის კურსსაც დაასრულებს და ყოველგვარი დახმარების გარეშე შეძლებს სიარულს.
    ოპერაციამ, რომელიც აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის გუნდმა ჩაატარა – წარმატებულია. ორი უშედეგო ოპერაციის შემდეგ (რომელიც სხვა კლინიკაში ჩატრადა), რეენდოპროთეზირება შედეგიანი აღმოჩნდა.

    რომან გიორგაძე:
    ბოლო წლების მანძილზე მაწუხებდა ტკივილები სახსარში, განვიცდიდი დისკომფორტს სიარულისას, ვეღარ ვმართავდი ავტომანქანას. პრობლემის არსი რაში მდგომარეობდა არ ვიცოდი და თბილისში ერთ-ერთ კლინიკას მივმართე, სადაც გამოკვლევების საფუძველზე დამინიშნეს ენდოპროთეზირების ოპერაცია, თუმცა მოხდა ფეხის დაინფიცირება. ხელახლა მივმართე იგივე კლინიკას, მითხრეს, რომ იყო მეორე ოპერაციის საჭიროება. ცხადია დავთანხმდი, ვინაიდან მსურდა მას მოეტანა შედეგი. არც განმეორებითმა ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით. ამის შემდეგ შემატყობინეს, რომ ორგანიზმი ვერ ეგუებოდა უცხო სხეულს და უნდა მომხდარიყო სახსრის გაუქმება. რეალურად დავდექი ფეხის დაკარგვის საფრთხის წინაშე. მესამე ოპერაციას იმავე კლინიკაში აღარ დავთანხმდი და დავიწყე ინფორმაციის მოძიება თუ ვისთვის მიმემართა, სწორედ ამ დროს მივიღე ინფორმაცია აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის შესახებ, სადაც პროფესორმა ლევან თავბერიძემ სასწაულის მოხდენა შეძლო!

    ლევან თავბერიძე
    ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი

    ოპერაციიდან ოთხი თვის თავზე პაციენტი თავს გადასარევად გრძნობს, რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. ენდოპროთეზირების შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს ნაკლები დრო სჭირდება, თუმცა, ბატონი რომანის შემთხვევაში, ვინაიდან ფეხი ორჯერ იყო ნაოპერაციები, პროცესი დროში გაიწელა.
    როდესაც პაციენტმა მოგვმართა, მას აღენიშნებოდა ინფექცია, რაც გულისხმობდა განმეორებითი – მესამე ოპერაციის ჩატარებას.
    ნამდვილად უსიამოვნო ფაქტია, როდესაც ოპერაციას მოსდევს რაიმე სახის გართულება, თუმცა მისი დროული და ეფექტური შეჩერება ბოჭორიშვილის კლინიკაში შესაძლებელია და ჩვენი გუნდი ამაყობს შედეგებით!
    მოგვმართავენ პაციენტები, რომელთაც უკვე აქვთ ჩატარებული ენდოპროთეზირება, თუმცა უშედეგოდ, გართულებების ფონზე, არასწორი შეხორცებით. მსგავს შემთხვევებს ემატება ჩირქოვანი კერები, რაც შემდგომში რეენდოპროთეზირებას საჭიროებს. ეს გულისხმობს დაჩირქებული პროთეზის მოხსნას, ძვლის დამუშავებას და ახალი პროთეზით ჩანაცვლებას, რაც მოხდა ბატონი რომანის შემთხვევაში.

    ენდოპროთეზირების თემას პირველად 1995 წელს შევეხე, როდესაც საქართველოში კანადელი და ამერიკელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ საჩვენებელი ოპერაციებით, რაც იმ დროისთვის სრულიად ინოვაციური და უცხო იყო. მალევე გავემგზავრე ჰამბურგში, ვოლდემარ ლინკის მიწვევით, სადაც გაცვლითი სამეცნიერო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში შევისწავლე მსხვილი სახსრების ენდოპროთეზირება და ჩირქოვან გართულებათა მკურნალობა.

    საქართველოში ოპერაციის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე იმატა გართულებებმაც, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც გვხვდება. შემდგომ გვიწევს ოპერაციის ხელმეორედ ან მესამედ ჩატარება. მიუხედავად ამისა, ვამაყობთ, როგორც ჩვენთან ჩატარებული თითოეული ოპერაციით, ასევე რეენდოპროთეზირების თითოეული მიღწევით, ვინაიდან ჩვენი მიზანი სწორედ ხარისხიანი და ეფექტური შედეგის მიღებაა!