• 02 04 2018
    • 874 ნახვა
    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

    29 მარტს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია გამართა. კონფერენცია დიდი ქართველი მეცნიერის, ექიმის, საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ბოჭორიშვილის დაბადებიდან 94-ე წლისთავს მიეძღვნა.

    სხვადასხვა სპეციალობის ექიმებმა კონფერენციაზე 21 მოხსენება წარადგინეს. მათ დამსწრეებს – ოჯახის ექიმებს, პედიატრებს, თერაპევტებს, ინფექციონისტებს, გინეკოლოგებს, ქირურგებსა და რეანიმატოლოგებს, – ინფექციურ დაავადებათა მართვის აქტუალური საკითხები გააცნეს, საკუთარი ცოდნა და საინტერესო კლინიკური შემთხვევები გაუზიარეს.

    კონფერენციის გახსნას ესწრებოდა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბატონი აკაკი ზოიძე, რომელმაც ისაუბრა კონფერენციის ტრადიციად დამკვიდრებაზე და ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას პროფესიული განვითარების კუთხით.
    კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ სტუმრებს კლინიკის ტრადიციები და სამომავლო განვითარების გეგმები გააცნო.