• 18 11 2019
    • 148 ნახვა
    „თეთრი ხალათების“ აქცია

    „თეთრი ხალათების“ აქცია

    „თეთრი ხალათების“ აქციას, რომელიც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმებიც შეუერთდნენ. ერთად დგომით აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება გააპროტესტეს.

    ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონში მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სანახავად მიდიოდა, როდესაც ოკუპანტებმა დააკავეს. ამჟამად ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და კატეგორიულ უარს აცხადებს, საზღვრის გადაკვეთა აღიაროს. მისი თქმით, საქართველოში, ქართულ მიწაზე იმყოფება.