• 27 11 2018
    • 63 ნახვა
    კოკსაკი

    კოკსაკი

    კოკსაკი ენტეროვირუსული ინფექციაა, რომელსაც იწვევს კოკსაკისა და ECHO-ს ვირუსები. დაავადებას ახასიათებს მრავალფეროვანი კლინიკა, ცენტრალური ნერვული სისტემის, კუნთების, მიოკარდიუმის, კანის დაზიანება.
    მას ასევე „ხელ-ფეხ-პირის“ დაავადებას უწოდებენ. თავად დასახელება ამეკის შეერთებული შტატებიდან მოდის, ქალაქიდან რომელშიც პირველად დაფიქსირდა პოლიომილიტის მსგავსი დაავადების ეპიდემია, რომელიც გამოწვეული იყო იმ პერიოდში დაუდგენელი ვირუსით, სწორედ შემდგომში იდენტიფიცირებულმა ვირუსმა მიიღო კოკსაკის საწელხოდება.
    ხშირ შემთხვევაში ავადდებიან ბავშვები, თუმცა კოკსაკი ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს.
    ინფექციის წყაროა დაავადებული ან ვირუსმატარებელი ადამიანი, ის ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, ასევე გავრცელების პირველადი წყაროა დაბინძურებული გარემო, წყალი და დახურული სივრცე. კოკსაკის საინკუბაციო პერიოდი 1-10 დღემდეა.

    ინფექცია თავდაპირველად გაცივების სიმპტომებებს წააგავს, მისი დამახასიათებელია ტემპერატურის მატება, გამონადენი ცხვირიდან, ცემინება, ხველა, თავის და კუნთების ტკივილი, ღებინება, დიარეა, შემდეგ თავს იჩებს ბუშტუკების მსგავსი გამონაყარი სახეზე, პირის ღრუში, ლორწოვანაზე, ენაზე, ხახაზე, ხელისა და ფეხის გულებზე რომელიც იწვევს ქავილს, სწორედ ამის გამო პაციენტებს დაავადება ხშირად ერევათ ქუნთრუშაში.

    ინფექციის თავიდან ასაცილებლად:

    • ხშირად დაიბანეთ ხელები და დაიცავით ჰიგიენის ნორმები;
    • ხშირად გაანიავეთ ოთახები;
    • დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული პირობები, აუცილებლად გაეცანით პროდუქტის შენახვის ვადას;
    • საკვებად არ გამოიყენოთ მაღალ ტემპერატურაზე დიდხანს დასაწყობებული ხილი;
    • გამდინარე წყალში გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;
    • გამოიყენეთ ერთჯერადი პირადი მოხმარების საგნები (ხელსახოცები, ცხვირსახოცები და ა.შ.)

    სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია მოხდეს ექიმთან ვიზიტი, რომელიც მოახდენს დაავადების იდენტიფიცირებას და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. აღსანიშნავია რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია!