• 21 05 2019
    • 302 ნახვა
    ლაპარასკოპიული ოპერაციები კუჭის პათოლოგიების დროს

    ლაპარასკოპიული ოპერაციები კუჭის პათოლოგიების დროს

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი ოქროს სტანდარტით ახორციელებს ლაპარასკოპიულ ოპერაციებს კუჭის სხვადასხვა პათოლოგიების დროს.
    გამოცდილ ქირურგთა გუნდმა, ვასილ აბულაძის ხელმძღვანელობით, დეპარტამენტის გახსნიდან უმოკლეს დროში შეასრულა იშვიათი და რთული ოპერაციები.

    კუჭის კეთილთვისებიანი სიმშივნე – GIST

    ვასილ აბულაძე:
    „პაციენტი – მამაკაცი, რომელსაც დაესვა კუჭის კეთილთვისებიანი სიმსივნის (GIST – Gastro-Intestina Stromal Tumor) დიაგნოზი, ჩვენს კლინიკაში მოთავსდა გეგმიური ოპერაციული მკურნალობისთვის. წინასაოპერაციო კვლევების შემდეგ შესრულდა ლაპარასკოპიული კუჭის რეზექცია (კუჭის ნაწილობრივი ამოკვეთა, მისი ფიზიოლოგიური ფუნქციის სრული შენარჩუნებით).
    ოპერაციის ხანგრძლივობა 4 საათი გახლდათ. პოსტ-ოპერაციულმა პერიოდმა ჩაიარა გართულებების გარეშე და სტაციონარული მკურნალობიდან მეხუთე დღეს მამაკაცი გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

    რატომ ლაპაროსკოპიული ქირურგია

    ლაპარასკოპიულ ქირურგიას გააჩნია მრავალი უპირატესობა, როგორიცაა: ხანმოკლე პოსტოპერაციული პერიოდი და მარტივი რეაბილიტაცია, ნაკლები საწოლდღე კლინიკაში და შრომისუნარიანობის ადრეული აღდგენა.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ლაპარასკოპიულ ოპერაციებსა და სამედიცინო მომსახურებებზე ეწვიეთ ჩვენს კლინიკას, მისამართი: ალ. ყაზბეგის 16.
    საკონტაქტო ნომერი: 032 2312112 / 577 222 112
    www.bochorishvili.ge