• 17 06 2019
    • 210 ნახვა
    ლაშა ბეგიაშვილი 27 წლის, ევროპის მრავალგზის, მსოფლიო და მსოფლიო თასის პრიზიორია მკლავჭიდში

    ლაშა ბეგიაშვილი 27 წლის, ევროპის მრავალგზის, მსოფლიო და მსოფლიო თასის პრიზიორია მკლავჭიდში

    ლაშა ბეგიაშვილი 27 წლის, ევროპის მრავალგზის, მსოფლიო და მსოფლიო თასის პრიზიორია მკლავჭიდში.
    დაბადებისას აღენიშნებოდა მულტიფოკალური მორეციდივე ოსტიომიელიტი – სეფსისი, რამაც გამოიწვია მხრის, წვივის და კიდურების დამოკლება. ახალგაზრდა სპორტსმენმა დასახული მიზნის მიღწევა პროფესორის, მედიცინის დოქტორის, ლევან თავბერიძის დახმარებით შეძლო.

    ლევან თავბერიძე: პირველი ოპერაციისას პაციენტი 18 წლის იყო, ძალიან მიზანდასახული ახალგაზრდაა, ფიზიკური ნაკლის მიუხედავად ბავშვობიდან ვარჯიშობდა. ვინაიდან ქვედა კიდურის დამოკლება 20 სანტიმეტრს აღწევდა, ხოლო მხარი 8 სანტიმეტრით ჩამორჩებოდა ზრდას, ეს ცხადია ხელის შემშლელი ფაქტორი იყო ახალგაზრდა სპორტსმენისთვის.
    ოპერაციის პირველი ეტაპი გულისხმობდა ბარძაყის ძვლის დაგრძელებას ვაგნერის მეთოდით. აპარატის მოხსნის შემდეგ მას გაუკეთდა ტიტანის ფირფიტა, ანუ მოხდა სიგრძის შენარჩუნება, რის საფუძველზეც ღერძი გახდა სწორი.
    მეორე ეტაპი გულისხმობდა ოპერაციას წვივზე. დეფორმაციის გამო აღინიშნებოდა პრობლემები, თუმცა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და მოვახდინეთ კიდურის 16 სანტიმეტრით დაგრძელება. ვინაიდან პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსარი აქვს დისპლაზიური, დასაგრძელებელი დავტოვეთ 4 სანტიმეტრი, რაც ენდოპროთეზირების შემდგომ თავისთავად მიიღებს სრულფასოვან ფორმას.
    რაც შეეხება მხრის ძვალს, ასევე იგეგმება მისი დაგრძელება, რის შემდეგაც მარცხენა ზემო კიდური გაუტოლდება მარჯვენას და იქნება თანაბარი.

    ლაშა ბეგიაშვილი, ცხოვრება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ:

    ოპერაციამდე დისკომფორტი დიდი იყო, ვერ დავრბოდი, სიარული მიწევდა სპეციალური ფეხსაცმლის საშუალებით, ვარჯიშშიც ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. პირველივე ოპერაციის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მეტად მოტივირებული და მიზანდასახული გავხდი, ბატონი ლევანის დახმარებით შევძელი ჩემი მიზნების რეალიზება. შედეგიც სახეზეა, სრულიად უპრობლემოდ ვმოძრაობ, დავრბივარ და თავადაც აღარ მახსოვს ის ფიზიკური ნაკლი, რომელიც მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბოლოო შედეგისთვის არ მიგვიღწევია და კიდევ ერთი ოპერაციაა წინ, ვემზადები მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება!