• 26 09 2022
    • 147 ნახვა
    მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალერგიის შესახებ!

    მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალერგიის შესახებ!


    1.ალერგიული რინიტი, იგივე „თივის ცხელება’ შესაძლოა იყოს სეზონური ან მრავალწლიანი. სეზონური ვლინდება გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე, როცა ჰაერში შეტივტივებულია მცენარეების მტვრის გარკვეული კონცენტრაცია. მრავალწლიანი ალერგიის მიზეზი შეიძლება იყოს: ოთახის მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი და ქერცლი, ტარაკნები. ობი.
    2. რინიტი ყოველთვის არ არის ალერგიის ნიშანი, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება „თივის ცხელების“ მსგავსი სიმპტომები, როგორც ბუნებრივი რეაქცია გამღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორიცაა სიგარეტის კვამლი, სუნამო, საწმენდი საშუალებები.
    3.ალერგიის გამოსავლენი ტესტი გულისხმობს შესაძლო ალერგენების ინექციას კანის ქვეშ არსებულ პაწაწინა უბანში, რადგან მოსალოდნელი რეაქცია შემოიფარგლოს ამ ზონით.
    4.ხშირია ალერგიული რეაქციები მწერის ნაკბენზე, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქცია.
    5.ცნობილია მწერები, რომელთა ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რაქცია, ესენია: კრაზანა, ბზიკი, ფუტკარი, ჭიანჭველა, ტარაკნები, კოღო, ბაღლინჯო.