• 11 06 2019
    • 180 ნახვა
    ნაწლავური ინფექციები

    ნაწლავური ინფექციები

    ცხელი ამინდების დადგომასთან ერთად იმატა ნაწლავური ინფექციების შემთხვევებმაც. გაიზარდა პაციენტების მომართვიანობა კლინიკაში, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

    სიმპტომები:
    ნაწლავურ ინფექციებს ახასიათებს მუცლის არეში მოვლითი ხასიათის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთების და თავის ტკივილი, მადის დაკარგვა.

    ჰიგიენა:
    გაიხსენეთ რა საკვები მიიღეთ, გაეცანით თუ არა მის შენახვის პირობებს, დამუშავების და მომზადების წესს, ასევე საგულიხსმოა ჰიგიენა და ხელების ხშირი დაბანა, ვინაიდან სწორედ სუფთა ხელებია ერთ-ერთი მთავარი იარაღი ნაწლავურ ინფექციებთან ბრძოლისას.
    სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს, რათა სწორმა და დროულმა მკურნალობამ შედეგი სწრაფად გამოიღოს. დაუშვებელია თვითნებური მკურნალობა, ამით შესაძლოა საკუთარი თავის გარდა გარშემომყოფებსაც ავნოთ.

    პრევენცია:
    აუცილებლად დაიბანეთ ხელები საკვების მომზადებამდე და მასთან შეხებამდე.
    გამდინარე წყალში მინიმუმ 5 წუთის მანძილზე გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული. პროდუქტების შეძენამდე გაეცანით მათ შენახვის ვადას და პირობებს. გახსოვდეთ რომ თითოეული პროდუქტი სპეციალურ ტემპერატურაზე შენახვას საჭიროებს.
    აუცილებლად გააცალკევეთ უმი და მზა საკვები ერთმანეთისგან, მათი ერთად შენახვა დაუშვებელია.
    ნახევარფაბრიკატების შეძენისას არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ თუ როდის და ვის მიერ არის ის დამზადებული.
    შესაბამისი საშუალებებით დაამუშავეთ სამზარეულოს მაგიდა და ადგილი სადაც ამზადებთ კერძებს. გამოიყენეთ სხვადასხვა დაფა უმი ხორცის და სხვა საკვების დამუშავების დროს. ხშირად შეცვალეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, რადგან ის მიკრობების წყაროს წარმოადგებს. ასევე დიდი ყურადღება მიაქციეთ თეთრეულის, ტანსაცმელის დასუფთავებას და პირად ჰიგიენას. მოგზაურობისას დალიეთ ბოთლის წყალი და რეკომენდაციისამებრ ჩაიტარეთ შესაბამისი ვაქცინაციები.

    გაითვალისწინეთ:
    პირველივე სიმპტომების გამოვლენისას დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან. თავი შეიკავეთ ოჯახის წევრებისთვის საკვების მომზადებისგან, რათა არ გახდეთ ინფექციის გამავრცელებელი. აუცილებლად გამოიყენეთ ინდივიდუალური ჭურჭელი.
    სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის მანძილზე მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, ვინაიდან თქვენმა სხეულმა არ განიცადოს გაუწყლოება და დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დიეტა.