• 20 08 2020
    • 717 ნახვა
    პედიატრია და ულტრასონოგრაფია

    პედიატრია და ულტრასონოგრაფია

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ჯანმრთელობა არის დაავადებისა და პათოლოგიური პროცესების არ არსებობა სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის ფონზე. პედიატრის ძირითად მიზანს ჯანმრთელი, ფსიქოფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული მომავალი თაობის ჩამოყალიბება წარმოადგენს. პედიატრია მოძღვრებაა ჯანსაღი და ავადმყოფი ბავშვის შესახებ, და შესაბამისად ავადმყოფი ბავშვის მკურნალობასთან ერთად ჯანსაღი ბავშვის მოვლის, კვების, აღზრდისა და დაავადებების პრევენციის საკითხებსაც შეიცავს. მოსაზრება,  რომ „ბავშვი მოზრდილია მინიატურაში“  მცდარია. ბავშვი მოზრდილისგან სავსებით განსხვავებული ინდივიდია.იგი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება. ეს ზრდა კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთანავე იწყება და სქესობრივი მომწიფების დამთავრებამდე გრძელდება, გამომდინარე აქედან,  ორგანიზმისთვის დამახასიათებელი მორფოლოგიური და ფუნქციური თავისებურებები კანონზომიერად იცვლება ბავშვობის მთელი პერიოდის მანძილზე. ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პედიატრიულ სამსახურს. რომლის მუშაობაც ხორციელდება პრინციპით ჯანმრთელ ბავშვზე მეთვალყურეობა;

    ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის პედიატრიული სამსახური სრული მოცულობით ახორციელებს ჯანმრთელ და ავადმყოფ ბავშვზე მეთვალყურეობას.  ჩვენს კლინიკაში  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაავადებათა პრევენციას, დროულ და სწორ ვაქცინაციას ეროვნული კალენდარული გეგმის შესაბამისად.  ბავშვის   განვითარების შეფასებას, მშობელთა ინფორმირებას ბავშვის სწორი მოვლის, კვებისა და აღზრდის საკითხებზე. ბავშვის   განვითარების შეფასებას ფიზიკური პარამეტრების, მოტორული და ფსიქოსოციალური და კოგნიტური სფეროების  გათვალისწინებით ასევე ფსიქოსოციალური სფეროს შეფასებას სპეციალური ტესტებისა და კითხვარების მეშვეობით, რაც  საშუალებას გვაძლევს  გამოვავლინოთ რისკ–ჯგუფები, დროულად დავადგინოთ  განვითარების შეფერხება და ვმართოთ ადეკვატურად შემდგომი კვლევისა და  კორექციის პროცესში ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის  და ფსიქოლოგის აქტიური ჩართვით. რაც შეეხება დაავადების მართვას აქ თანმიმდევრულად ტარდება შემდეგი ღონისძიებანი : ბავშვის ანამნეზის შეგროვება;კლინიკური კვლევა (ინსპექცია, პალპაცია, პერკუსია);ლაბორატორიულ ინსტრუმენტული კვლევა;სპეციალისტების  კონსულტაციას. (საჭიროების შემთხვევაში)მკურნალობის დანიშვნა;მშობლის დაწვრილებითი ინფორმირება ავადმყოფი ბავშვის ბინაზე მოვლის, მედიკამენტოზური მკურნალობის,  დაავადების მიმდინარეობის, და საშიშროების ნიშნების (როდის მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ) შესახებ

    კლინიკაში ასევე ტარდება თავის ტვინის ულტრაბგერითი კვლევა ნეიროსონოსკოპია.

    მოკლედ მოგახსენებთ მის შესახებ.

    ნეიროსონოსკოპია თავის ტვინის ორგანზომილებიანი ულტრაბგერითი კვლევაა  დროის რეალური რეჟიმში და ემყარება ულტრაბგერის ტალღის თვისებას, აირეკლოს სხვადასხვა ქსოვილოვანი სტრუქტურის საზღვრიდან.

    ახალშობილთა თავის ტვინის ულტრაბგერითი კვლევა პირველად გამოყენებული იყო 1978 წელს და  მძიმედ დაავადებულ დღენაკლ ახალშობილებში ამ კვლევის  გამოყენების  პირველი შედეგები გამოქვეყნდა ლონდონში 1979 წელს. მე–20 საუკუნის 80–ანი წლებიდან მონაცემები ამ კვვლევის შესახებ გვხვდება მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაში,

    მე–20 საუკუნის  90–იანი წლებიდან კვლევა საქართველოშიც დაინერგა და ფართო გავრცელება ჰპოვა შემდეგ მიზეზთა გამო: კვლევა  კომპიუტერულ ტომოგრაფიასტან შედარებით მნიშვნელოვნად  ხარჯთეფექტურია(იაფია, ამავდროულად )ინფორმატიულობით არ ჩამოუვარდება კტ–ს;  არ მოითხოვს პაციენტის წინასწარ მომზადებას და კონტრასტის შეყვანას, მეთოდი ატრავმულია, პაციენტი არ იღებს დასხივებას,

    ნეიროსონოსკოპიით შეიძლება დადგინდეს: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, თავის ტვინის ჰიპოქსიურ–იშემიური, ანთებითი, შესაძლო ტრავმული დაზიანებები; განვითარების მანკები, ჰიდროცეფალია.

    ტრადიციულად ბავშვის თავის ტვინის კვლევა დიდი ყიფლიბანდის მეშვეობით ხორციელდება. თუმცა უკანასკნელი მონაცემებით ცნებამ ნეიროსონოსკოპია გაცილებით უფრო ფართომაშტაბები შეიძინა. თავდაპირველად ქალას ძვლები ულტრაბგერისთვის გადაულახავ წინაღობად ითვლებოდა. თუმცა შემდგომში, უ.ბ. აპარატურის ახალ თაობის გამოჩენსათან დაკავშირებით აღნიშნულ საკითხზე მუშაობა განახლდა ულტრაბგერის ამ შესაძლებლობების კვლევა16 წლამდე ასაკის  ბავშვებში დაიწყო გერმანიაში (Schoning M. et al., 1986-1990)  და რუსეთში  (Иова А.С. с соавт., 1986-2007). შედეგად წარმატებით იქნა დანერგილი კვლევა ტრანსკრანიალური ნეიროსონოსკოპია თხემის ძვლის, თხემ–საფეთქლის ნაკერის მეშვეობით. მიუხედავად ტრადიციული ნეიროსონოსკოპიის სპეციალისტების  სკეპტიკური განწყობა. დევიზით „ჩვენ არ გაგვიგია, ე.ი. არ არსებობს“ კვლევა მეტად ინფორმატიულია და იძლევა სრულყოფილ წარმოდგენას თავის ტვინის სტრუქტურების მდგომარეობის შესახებ.

    სქემატურად კვლევა ასე ტარდება(სურათი) და ვღებულობა მნიშვნელოვან ინფორმაციას, გავმეორდები თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავზურგტვინის სითხის მიმოქცევის მოშლია(ე.წ. ქალასშიდა წნევის) თავის ტვინის ჰიპოქსიურ–იშემიური, ანთებითი, შესაძლო ტრავმული დაზიანებების შესახებ. უხშირეს შემტხვევებში ეს კვლევა ხსნის პაციენტისტვის კტ კვლევის ჩატარების საჭიროებას.

    ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის

    პედიატრი, ულტრასონოგრაფისტი ნანა საპანაძე

ბოლო აქციები