• 07 04 2022
    • 1402 ნახვა
    რას ნიშნავს დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი -(«პირველი სქესობრივი კავშირის შემდგომი ცისტიტი», )  და რატომ უნდა მიმართოს გინეკოლოგს პაციენტმა დროულად

    რას ნიშნავს დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი -(«პირველი სქესობრივი კავშირის შემდგომი ცისტიტი», ) და რატომ უნდა მიმართოს გინეკოლოგს პაციენტმა დროულად

    დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი («პირველი სქესობრივი კავშირის შემდგომი ცისტიტი», «თაფლობის თვის ცისტიტი», «კოიტუსის შემდგომი ცისტიტი») არის საშარდე ბუშტის კედლების ანთება , რომელიც პირდაპირ კავშირშია სქესობრივ აქტთან.
    რა არის დეფლორაცია?
    დეფლორაცია ეს არის საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევა, ხშირ შემთხვევაში, პირველი სქესობრივი კავშირის შემდეგ.
    რამდენად ხშირია დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი?
    სქესობრივი აქტის შემდგომი ცისტიტი გვხვდება დეფლორაციის შემდეგ დაახლოებით 40 %.
    დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი ეპიზოდით და სიმპტომები ალაგდეს ჩარევის გარეშე, თუმცა 25% დაავადება იღებს მორეციდივირე ხასიათს და კლინიკური გამოვლინება თან სდევს ქალბატონებს თითქმის ყოველი სქესობრივი კავშირის შემდეგ(პოსტკოიტალური ცისტიტი).
    რატომ ჩნდება ცისტიტი სქესობრივი კავშირის შემდეგ?
    1) ყოველ ადამიანს აქვს მისთვის ჩვეული შემადგენლობა მიკროფლორის. სქესობრივი კავშირის შემდეგ ხდება მიკროორგანიზმების გაცვლა და ქალის მიკროფლორაში ხვდება ბაქტერიები, რომლებიც არიან მამაკაცის მიკროფლორის ნაწილი და პირიქით.
    2) აღმავალი გზით, ურეთრიდან, პათოგენური მიკროორგანიზმების მოხვედრა შარდის ბუშტში. ხშირ შემთხვევაში ეს არის ნაწლავის ჩხირი-E.coli.
    3) რეინფექცია-სათანადო პირობების შექმნის შემდეგ «მიძინებული» პათოლოგიური მიკროფლორა იწყებს აქტივირებას.
    რა ფაქტორები უწყობს ხელს პათოლოგიის განვითარებას?
     ტრავმატიზაცია(მთლიანობის დარღვევა)საქალწულე აპკის, ნახეთქები.
     შარდ სასქესო სისტემის თანდაყოლილი პათოლოგია
     შარდსადინარის ანომალური მდებარეობა -ჰიპოსპადია(ურეთრის დაბალი მდებარეობის დროს ხშირია მიკროტრავმები და ქსოვილების გახეხვა, სასქესო ასოს საშოში ინტენსიური მოძრაობის დროს), ურეთრის დისტალური ნაწილის ჰიპერმობილურობა.
     უროგენიტალური კანდიდოზი
     ქალის სასქესო ჰორმონების დეფიციტი, საშოს სიმშრალე.
     მასის დეფიციტი ქალებში
     არასწორი ჰიგიენა
     სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
     ჰორმონალური კონტრაცეფცია
     იმუნიტეტის დაქვეითება
     სპერმიციდების ხშირი გამოყენება
    როგორ გამოვლინდება დაავადება?
    არსებობს პირდაპირი კავშირი ჩივილების გაჩენასა და სქესობრივ კავშირს შორის. ძირითადი ჩივილებია:
    • ხშირი შარდვა
    • წვა შარდვის დროს, დისკომფორტი
    • ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვემოთ
    • სუსტი ტემპერატურული რეაქცია
    • ჰემატურია(სისხლიანი შარდი)

    – ვის მივმართოთ?
    პირველ რიგში აუცილებელია ვიზიტი გინეკოლოგთან და უროლოგთან. ცისტიტის სხვა ფორმებისგან განსახვავებით, პოსკოიტალური ცისტიტის დროს 70-80 % გამოწვეულია ურეთრის თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიით.
    ხშირ შემთხვევაში მიზეზი დგინდება ფიზიკალური შემოწმების დროს გინეკოლოგიურ სავარძელზე.
    სად ვუშვებთ შეცდომას?
    ქალების შეცდომა ის არის, რომ ბევრი მათგანი საქალწულე აპკის დარღვევის შემდეგ ყველა ტკივილს ბუნებრივ პროცესად აღიქვამს და ცისტიტის სიმპტომების გამოვლენისას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ექიმთან გვიან მიდის. ამგვარად, დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში.
    სქესობრივი სიმშვიდის (სქესობრივი კავშირისაგან თავის შეკავება), უროსეპტიკების და ხშირ შემთხვევასი ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ანთების სურათი ლაგდება, ჩივილები ქრება.სქესობრივი კავშირის აღდგენის შემდეგ ყველაფერი იწყება თავიდან.
    აუცილებელი სრულფასოვანი გამოკვლევის ჩატარება, რადგან ხშირ შემთხვევაში მსგავსი სიმპტომების უკან იმალება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ქალმა უნადა გაიაზროს რომ შარდ-სასქესო სისტემის მუდმივი ინფექციის ფონზე შეიძლება დადგეს ორსულობა, რომლის პროლონგირებაც დგას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ.
    ქალბატონები, სხეულის სასურველი ფორმების მისაღებად ხშირად მიმართავენ საკმაოდ მკაცრ დიეტებს, რასაც მივყავართ მასის დეფიციტამდე. ჩვენდა უნებურად ორგანიზმს ვაყენებთ მუდმივი «გადარჩენის» პირობებში. ნერვული სისტემა საკმაოდ ბრძენია, შეთანხმებულად მუშაობს, ამიტომაც პირველ რიგში ის რთავს ორგანიზმის გადარჩენისათვის «არა აუცილებელ» სისტემებს. ხანგრძლივი შიმშილობის პირობებში ასეთი «არა აუცილებელი» ხდება რეპროდუქციული სისტემა, სისხლში ქვეითდება სასქესო ჰორმონების დონე, მცირდება ვაგინალური ლორწოს გამომუშავება, სუსტდება იმუნური დაცვა. ამ ყველაფერს მივყავართ შარდსასქესო სისტემის პერსისტირებულ ინფექციასთან.

    ცისტიტი და გინეკოლოგია?
    როგორც უკვე ავღნიშნეთ დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი დიდ წილად არის გინეკოლოგიური პრობლემა. აუცილებელია მისი კომპლექსურად გადაჭრა, ნორმანული ვაგინალური მიკროფლორის აღდგენა. საშვილოსნოს ყელის ეროზია, რომელიც ასევე ახდენს ანთების პროვოცირებას, შეიძლება შეგვხვდეს ქალიშვილებშიც და განვითარდეს ჰორმონალური დარღვევების ფონზე.
    ვაგინალური კანდიდოზის არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს სქესობრივი გზით ინფიცირებას. დაქვეითებული იმუნიტეტის დროს, მსუბუქმა ანტიბატერიალურმა თერაპიამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური კანდიდოზი. ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია პოსკოიტალური ცისტიტის განვითარებასთან. გინეკოლოგთან ვიზიტი თავიდან აგაცილებთ ბევრ, დროში გაწელილ პრობლემებს.

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი – ნანა შუბითიძე