• 19 03 2020
    • 174 ნახვა
    რატომ უნდა იყონ ფრთხილად გაზაფხულზე კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები?

    რატომ უნდა იყონ ფრთხილად გაზაფხულზე კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები?

    ტკივილი გულის არეში, ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, ქოშინი და კიდევ რამდენიმე სხვა სიმპტომი, კარდიოლოგიური დაავადებების ის სიმპტომებია, რომლებიც გაზაფხულის დადგომასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ვლინდება. ვინ და როდის უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღებით სეზონის ამ მშვენიერ დროს და რა არ უნდა გამოეპაროთ კარდიოლოგიურ პაციენტებს? თემაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი მაია თორია გვესაუბრება!
    – როგორც ვიცით, გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა გაზაფხულის სეზონის დასაწყისი. ამ პერიოდში ხდება ორგანიზმის „გადაწყობა“ – მატულობს ნივთიერებათა ცვლა, აქტიურად ხდება უჯრედების ზრდა, ამ ყველაფერს თან ერთვის საგაზაფხულო ავიტამინოზი, იმუნიტეტის დაქვეითება. რაც პირველ რიგში აისახება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, კონკრეტულ შემთხვევაში გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს.
    – ვისთვის არის ეს პერიოდი ყველაზე მეტად საყურადღებო და რა პრევენციის ზომებია დასაცავი ამ დროს?
    – ცნობილია, რომ კარდიოლოგიური პაციენტები გამოირჩევიან განსაკუთრებული მეტეომგრძნობელობით. ატმოსფერული წნევის ცვალებადობის გამო გაზაფხულზე პაციენტებში გულ–სისხლძარღვთა დაავადებები მწვავდება, განსაკუთრებით ეს ეხება 60 წელს გადაცილებულ პაციენტებს. გულ–სისხლძარღვთა უამრავ დაავადებას შორის, სეზონურობით პირველ ადგილზეა არტერიული ჰიპერტენზია ანუ არტერიული წნევა.
    რაც შეეხება პრევენციის ზომებს, არტერიული წნევის მკვეთრი მატების დროს პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, მიიღოს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო პრეპარატები, აკონტროლოს წნევა, არ დაუშვას მისი მკვეთრი მატება, რაც ხშირად გულის იშემიური დაავადების გამწვავებას, ჰიპერტონული კრიზისის , მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის წინაპირობაა.
    ყველაზე მთავარი, საუკეთესო პროფილაქტიკა კი ცხოვრების ჯანსაღი წესია. თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა, კარგი ძილი, საკვებში მარილის მოხმარების შეზღუდვა, ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული, შეძლებისდაგვარად დიდი დროის სუფთა ჰაერზე გატარება, კარგი ძილი, დაბალანსებული კვება, სისხლში ქოლესტერინის შემცველობის კონტროლი და მეტი დადებითი ემოცია.
    – და ბოლოს, რა სერვისებს და მკურნალობის მეთოდებს სთავაზობს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა კარდიოლოგიურ პაციენტებს.
    – ბოჭორიშვილის კლინიკის კარდიოლოგიური კაბინეტი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალეფექტური აპარატურით, სადაც პაციენტებს, გასინჯვის, ანამნეზის შეკრების შემდეგ უტარდებათ შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები: ამბულატორიული ეკგ, გულის და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა, ფუნქციური დატვირთვის ტესტი–ტრედმილით, არტერიული წნევის და ეკგ–ს კომბინირებული დღე–ღამური მონიტორირება ჰოლტერის მეთოდით.
    – რას წაარმოადგენს ეს კვლევა? და რა ჩივილების დროს დგება დღის წესრიგში მისი ჩატარების აუცილებლობა.
    – ჰოლტერის მონიტორირება გულისხმობს 24სთ–ის განმავლობაში ელექტროკარდიოგრამის უწყვეტ ჩაწერას. ასევე შესაძლებელია ელექტროკარდიოგრამის და არტერიული წნევის ერთდროული ჩაწერა ერთი აპარატის გამოყენებით. რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს არტერიული წნევის და გულის მუშაობის ცვალებადობა – დღის ნებისმიერ მონაკვეთში, პაციენტის ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმში, (როგორც აქტიურ პერიოდში, ასევე ძილის დროს). ასევე შესაძლებელია ისეთი დაავადებების დიაგნოსტირება, როგორიცაა გულის რითმის დარღვევა (აპარატს აქვს რესურსი 2–7დღემდე უწყვეტ რეჟიმში ჩაწეროს ეკგ). კორონარული არტერიების (გულის მკვებავი) დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, თეთრი ხალათის ჰიპერტენზია,ორსულთა ჰიპერტენზია. და ბოლოს სიმპტომები, რომლის დროსაც რეკომენდებულია ზემოთ აღნიშნული დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება: ნებისმიერი სახის ტკივილი გულ–მკერდის არეში, როგორც ფიზიკური დატვირთვისას, ისე მოსვენებულ მდგომარეობაში. დამახასიათებელი ტკივილები გულის არეში ღამის საათებში, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, თავის ტკივილი,ხშირი თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, გონების დაკარგვა, გულის ფრიალი, არითმიის შეგრძნება, ადვილად დაღლა, ქოშინი.