• 06 10 2020
    • 483 ნახვა
    რა დაავადებაა მეჭეჭი და როგორ ჩნდება ის ჩვენს კანზე?!

    რა დაავადებაა მეჭეჭი და როგორ ჩნდება ის ჩვენს კანზე?!

    მეჭეჭები გავრცელებული ინფექციაა, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში, მას დნმ-ის შემცველი პაპილომავირუსი იწვევს. იმისთვის რომ ვირუსი კანში მოხვდეს და დაავადება განვითარდეს აუცილებელია კანის მთლიანობის დარღვევა ( ნაკაწრი, ნახეთქი, კანის სხვა დაზიანებები). ასევე მინდა ავღნიშნო, რომ არსებობს მრავალი ახალწარმონაქმნი კანზე (კერატომა, რბილი ფრომები, კონტაგიოზური მოლუსკები და ა.შ), რომლებთანაც საჭიროა გატარდეს დიფდიაგნოზი.

    როგორ უნდა ამოვიცნოთ ის?

    > თავიდან ვითარდება კანის ზედაპირიდან მკვეთრად ამოწეული, კანისფერი, შეხებისას მკვრივი პაპულა,  მათ ზედაპირზე ხშირად ისახება შავი წერტილები-დათრომბილი კაპილარები. მეჭეჭები შეიძლება იყოს ერთეული ან  მრავლობითი. ყველაზე ხშირად ვლინდება მტევნებსა და ტერფებზე. არსებობს ასევე ძაფისებრი და ბრტყელი მეჭეჭები,   რომლებიც ძირითადად კისერზე, სახეზე, იღლიის ფოსოებში და საზარდულში ვითარდება.

    რა სახით ხდება მისი დიაგნოსტირება?

    > მეჭეჭების კლინიკური დიაგნოსტიკა უმეტეს შემთხვევაში დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ არსებობს უამრავი ახალწარმონაქმნი, რომელთა დიაგნოსტირება აუცილებელია დერმატოსკოპიით, რათა განისაზღვროს ზუსტი დიაგნოზი და მოხდეს მკურნალობის ტაქტიკის არჩევა. ამიტომ აუცილებელია პაციენტმა მიმართოს სპეციალისტს.

    შეიძლება თუ არა მეჭეჭის საბოლოოდ გაქრობა და რა ფორმით ხდება ის?

    > თანამედროვე მედიცინაში კანის წარმონაქმნების მკურნალობის რამოდენიმე დესტრუქციული მეთოდი არსებობს : ქირურგიული ამოკვეთა, ელექტროქირურგია, კრიოდესტრუქცია. ყველა ამ მეთოდს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ქირურგიული მოცილების შედეგად რჩება მეტნაკლებად ნაწიბური, ელექტროკოაგულაციის დროს კი ნაწიბურის განვითარება მინიმუმამდეა შემცირებული.

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრში პაპილომების, მეჭეჭების და კანის სხვა წარმონაქმნების (კონდილომები, ფიბრომები, კერატომები) მოცილება ხდება ელექტროქირურგიული მეთოდით. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, პროცედურის შემდგომ კანზე რჩება ფუფხი და მცირედი ჩანაჭდევი, რაც სწორდება 1-2 კვირის განმავლობაში.

     

    სტატიის ავტორი – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის დერმატოლოგი–  ციცნა ბენდელიანი

ბოლო აქციები