• 12 11 2019
    • 135 ნახვა
    რა დაავადებაა სალმონელოზი

    რა დაავადებაა სალმონელოზი

    რა დაავადებაა სალმონელოზი და როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები ამ დაავადებისგან

    სალმონელოზს იწვევს ბაქტერიები–სალმონელები, რომლებიც გარემოში ფართოდ არიან გავრცელებული, ისინი ხანგრძლივად ძლებენ გარემოში, პროდუქტებში, როგორიცაა რძე, კვერცხი და ხორცი. აქვთ მათში გამრავლების უნარი, ისე, რომ არ ცვლიან პროდუქტის გარეგნულ სახესა და გემოს. ამრიგად, ერთი შეხედვით ძნელია გავარჩიოთ საშიში პროდუქტი ჯანსაღისგან.
    ხშირად ბავშვებისთვის ინფექციის წყარო დაავადებული უფროსები არიან, ამიტომ საჭიროა ხშირად ხელის დაბანა და ჰიგიენური რეჟიმის დაცვა ბავშვებთან კონტაქტის დროს. მოზრდილებს შეიძლება მხოლოდ ერთეული სიმპტომი ჰქონდეთ და ბავშვებში კი სერიოზული გართულებებით მიმდინარეობდეს.

    როდესაც ბავშვი მიიღებს საეჭვო პროდუქტს, სალმონელები მოხვდებიან წვრილ ნაწლავებში, სადაც მრავლდებიან და გამოყოფენ ტოქსინს (შხამს). 1–3 დღის შემდეგ კლინიკურად ეწყებათ გულისრევა, ღებინება (ორგანიზმს სურს, რომ მოიშოროს ორგანიზმიდან უცხო აგენტები!), რაც ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა და თვითნებურად არ უნდა დაიწყოთ მკურნალობა. დაავადებას ახასიათებს შემცივნება და ტემპერატურის მომატება, ეს სალმონელის ტოქსინზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა. მე-2 მე-3 დღეს აღნიშნულს ემატება დიარეა (ნაწლავთა გახშირებული მოქმედება). განავალი სითხის და ლორწოს შემცველი, ჭაობისფერი–მომწვანო ფერისაა. შემთხვევათა 10%–ში სალმონელებს სისხლში გადასვლის უნარი და მძიმე ინფექციის გამოწვევაც შეუძლიათ. ამ სიმპტომებით შეგიშლიათ ეჭვი მიიტანოთ სალმონელოზზე და მკურნალობის დროულად დაწყების მიზნით დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!

    დაავადების თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ:
    ქუჩაში ნაყიდ და საეჭვო პირობებში დამზადებულ საკვებს;
    ნახევარფაბრიკატი და მზა საკვები აუცილებლად შეინახეთ საყინულესა და მაცივარში;
    ცალ-ცალკე მოათავსეთ უმი და უკვე მომზადებული პროდუქტები;
    მოერიდეთ აუდუღარ რძეს და ასეთი რძისგან მომზადებულ პროდუქტებს;
    კრემით დამზადებული ტკბილეული შეინახეთ არაუმეტეს 8 გრადუს ტემპერატურაზე;
    ბოსტნეული და ხილი გარეცხეთ გამდინარე წყალში;
    შინაური ფრინველების და ცხოველების მოვლის დროს ეცადეთ გამოიყენოთ სპეციალური ტანსაცმელი.