• 07 08 2019
    • 246 ნახვა
    სხეულის ტემპერატურა

    სხეულის ტემპერატურა

    რა უნდა ვიცოდეთ სხეულის ტემპერატურის შესახებ – სიმპტომები და სასარგებლო რჩევები

    ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურა 36.5 დან 37 გრადუსამდეა. როდესაც იწყება მაღალი ცხელება, ეს ნიშანია, რომ ორგანიზმი იწყებს ბრძოლას ინფექციებთან.
    სხეულის ტემპერატურა დღის მანძილზე რამდენჯერმე იცვლება. საკვების მიღებისას და ვარჯიშის დროს ის იმატებს. აღსანიშნავია, რომ დღის ბოლოს სხეულის ტემპერატურა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს ვიდრე დღის პირველ ნახევარში.

    როდესაც ტემპერატურა 37.2 გრადუსს აღწევს, ითვლება, რომ ადამიანს სიცხე აქვს, რომლის გამომწვევიც ხშირად ინფექციური დაავადება (ვირუსული, ბაქტერიული) და ინტოქსიკაციაა.
    ცხელების მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს რევმატოიდული ართრიტი, რეაქცია ვაქცინაზე ან მედიკამენტოზურ საშუალებებზე.

    ძირითადი სიმპტომები ტემპერატურის მატებისას:
    ოფლიანობა;
    შემცივნება;
    თავის და კუნთების ტკივილი;
    მადის დაკარგვა;
    საერთო სისუსტე

    თუ სხეულის ტემპერატურა 39 გრადუს აცდა, შესაძლოა გამოიწვიოს გახშირებული ძილიანობა, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები.

    სასარგებლო რჩევები ტემპერატურის მომატების დროს:
    ✓ დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა დაიცვათ სხეული დეჰიდრატაციისგან;
    ✓ მიირთვით მსუბუქი საკვები;
    ✓ არ გადაიტვირთოთ, ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას;
    ✓ მიიღეთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები;
    ✓ ეცადეთ ჩაიცვათ მსუბუქად;
    ✓ მიიღეთ ნელ-თბილი აბაზანები, ეს ხელს შეუწყობს ტემპერატურის დაწევას;
    ✓ ტემპერატურის დასაწევად არ გამოიყენოთ კონცენტრირებული ძმრიანი და სპირტიანი საფენები, რადგან შესაძლოა მოხდეს მათი კანიდან შეწოვა, რამაც შეიძლება ორგანიზმზე ტოქსიური მოქმედება გამოიწვიოს.