• 14 01 2019
    • 403 ნახვა
    რა უნდა ვიცოდეთ H1N1 - ის შესახებ

    რა უნდა ვიცოდეთ H1N1 - ის შესახებ

    რა უნდა ვიცოდეთ H1N1 – ის შესახებ

    გრიპი შესაძლებელია მიმდინარეობდეს როგორც ცხელებით, ასევე ცხელების გარეშე. ის საკმაოდ მარტივად ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ადამიანს აღენიშნება კუნთებისა და სახსრების ტკივილი, შემცივნება, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და გამონადენი ცხვირიდან, მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი და ძილიანობა.

    დაავადების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ორგანიზმზე, ის შეიძლება შეხვდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა შემდგომი გართულებები დამოკიდებულია თანმხლებ დაავადებებზე და ასევე დროულ მკურნალობის კურსზე.

    მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან: ბავშვები, ორსულები და 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები.
    ასევე რისკის ჯგუფში შედიან ადამიანები, ვისაც აწუხებთ: დიაბეტი, ასთმა, გულისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა, ღვიძლით და სისხლის დაავადებები, ნევროლოგიური პრობლემები, მეტაბოლური დარღვევები და იმუნიტეტის დაქვეითება.

    გრიპის ნიშნები ბავშვებში:
    ცხელება, ზოგჯერ გამონაყრით;
    მუცლის ტკივილი;
    ხველა, ხშირად შეტევითი ხასიათის;
    ძილიანობა;
    სწრაფი და გართულებული სუნთქვა;
    კანის მოლურჯო ფერი;
    მადის დაკარგვა;
    მარტივად გაღიზიანება და ხასიათის ცვაკებადობა

    გრიპის ნიშნები მოზრდილებში:
    ცხელება;
    სუნთქვის გაძნელება;
    ქოშინი;
    სახსრების, თავის და ყელის ტკივილი;
    ზოგჯერ მაღალი წნევა და ღებინება;
    ოფლიანობა;
    ხველა, ხშირად შეტევითი ხასიათის

    დაავადების თავიდან ასაცილებლად:
    ხშირად დაიბანეთ ხელები;
    აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე და შეცვალეთ ის ყოველ 2 საათში;
    გამოიყენეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი;
    ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც მეტ დროს ატარებთ;
    სველი წესით დაამუშავეთ იატაკი;
    მოერიდეთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს

    სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ოჯახის ექიმს, რათა დროულად მოხდეს დაავადების იდენტიფიცირება და სწორი მკურნალობის დანიშვნა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წამლის თვითნებურად მიღება დაუშვებელია.