
როგორ მოვუაროთ ახალშობილს, რეკომენდაციები პედიატრისგან!!
ადამიანი დაიბადა, ის ჯერ ძალიან პატარა და უსუსრია,
მის მოვლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა.
შეგახსენებთ ახალშობილის მოვლის რამდენიმე ნიუანსს, რომელიცს ყველა დედამ უნდა იცოდეს!
> ჭიპლარის მოვარდნიდან მე-3 დღეს ვიწყებთ ბავშვის ბანაობას.ვბანთ ყოველდღე. ბანაობის დროს ჭიპზე არაფერს ვაკრავთ. წყალი გადადუღებული და სტერილური არ გვჭირდება. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37 გრადუსი.
> დასაბანად გამოიყენეთ უსაპნო ქაფ-გელი. გამომშრალ კანზე წასასმელად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.
> 4 კვირის მანძილზე ბავშვს ჭიპი გაუწმინდეთ 70%-იან სპირტში დასველებული სტერილრი ბამბით.
> პამპერსის ქვეშ კანის დაზიანების შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური საცხი.
> მუცლის შებერილობის ან აირების დაგროვების დროს მიეცით ანტიგაზი წვეთების სახით.
> ყოველი აბაზანის შემდეგ პატარას ცხვირი და ყურები გაუწმინდეთ საბავშვო ზეთში დასველებული ბამბის დაგრეხილი ფითილით.
> ბანაობის დროს ოთახის ტემპერატურა სასურველია იყოს არანაკლებ 25 გრადუსისა.
> ბავშვის ოთახი თავისუფალი უნდა იყოს ხალიჩების, წიგნების კარადების და სხვა ალერგენებისგან.
> ხშირად უნდა ხდებოდეს ბავშვის ოთახის განიავება და სველი წესით დალაგება.
> ხშირად გაიყვანეთ ახალშობილი გარეთ მიუხედავად ამინდისა(გარდა ქარიანი ამინდისა). ბავშვი უნდა იყოს ჩაცმული სეზონის შესაბამისად.
> მიმართეთ პედიატრს პროფილაქტიკური შემოწმების მიზნით დადგენილ ვადებში.
გარდა ამისა მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუ:
> ბავშვი ძუძუს ვერ წოვს ან სითხეს ცუდად იღებს;
> უარესდება მისი საერთო მდგომარეობა (აგზნებულია ან მივარდნილია);
> ტემპერატურამ მოიმატა და დაბლა აღარ იწევს;
> ხშირად აღებინებს;
> განავალში მოიმატა წყლის შემცველობამ;
> განავალში აღენიშნება სისხლი;
> უჭირს სუნთქვა (ხმაურით სუნთქავს);
> სუნთქვა გაუხშირდა: 60 და მეტი;
> ტირილი გრძელდება 3 საათზე მეტ ხანს დღეში და 3 დღეზე მეტ ხანს კვირაში
ნანა საპანაძე – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის პედიატრი