• 20 09 2022
    • 46 ნახვა
    რომელია ალერგიული დაავადებები და როდის უნდა მივმართოთ ალერგოლოგს?!

    რომელია ალერგიული დაავადებები და როდის უნდა მივმართოთ ალერგოლოგს?!

    • ალერგიული რინიტი (თივის ცხელება)
    • ანაფილაქსია (სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია)
    • ანგიონევროზული შეშუპება და მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება (კანის ქვეშ სწრაფი შეშუპება)
    • ასთმა
    • ატოპიური ეგზემა
    • წამლისმიერი ალერგია
    • საკვებისმიერი ალერგია
    • მწერების შხამის ალერგია
    • ლატექსის რეზინის ალერგია
    • ცხვირის პოლიპოზი (რბილი, არასიმსივნური წარმონაქმნები ცხვირის პასაჟში)
    • ურტიკარია ან ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე)
    • მრავალჯერადი ალერგია (ასთმა, ეგზემა და ალერგიული რინიტი ერთად)
    ყველა ეს დაავადება უპირობოდ გულისხმობს ალერგოლოგთან დროულ კონსულტაციას..

    ალერგოლოგის მიერ ხდება დიაგნოსტირება პაციენტის ანამნეზის გათვალისწინებით, პაციენტის სუბიექტური და ობიექტური შეფასების საფუძველზე.

    • დიაგნოსტიკის ეტაპზე ალერგოლოგს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი დიაგნოსტიკური მეთოდები:
    • კანის პრიკ ტესტი;
    • სკარიფიკაციული ტესტი;
    • ალერგიის სისხლის ტესტი;

    მას შემდეგ, რაც ალერგიული მდგომარეობა გამოვლინდება ტესტირების გზით, ალერგოლოგს შეუძლია რჩევა მისცეს პაციენტს მკურნალობისა და მართვის სტრატეგიების შესახებ. ზოგიერთისთვის ალერგია შეიძლება იყოს პრობლემური, თუმცა არა სიცოცხლისთვის საშიში, მაშინ როცა ზოგიერთს შესაძლოა რისკის მართვა ბევრად უფრო სერიოზულად მოუწიოს, რადგან არსებობს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები, მაგალითად – ანაფლიაქსიური შოკი.
    ალერგიის ეფექტური მართვა ხდება ორ ეტაპად:
    • ალერგენის ტრიგერების თავიდან აცილება, რათა შემცირდეს ალერგიული რეაქციის შანსები
    • მკურნალობისა და სხვა ზომების გამოყენება სიმპტომების შესამცირებლად..

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში შესაძლებელია ვიზიტი-კონსულტაცია და დიაგნოსტირება ალერგოლოგ ხათუნა კარტოზიასთან,
    ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 2 312 112