• 02 08 2021
    • 553 ნახვა
    როცა სიარულს თავიდან იწყებ და თავისუფლად მოძრაობის უნარებს იბრუნებ!

    როცა სიარულს თავიდან იწყებ და თავისუფლად მოძრაობის უნარებს იბრუნებ!

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში კიდევ ერთი საინტერესო ოპერაცია ჩატარდა! პაციენტი 27 წლის ქალბატონია, რომელიც 2015 წელს ორსულობის პერიოდში სახლის ეზოში დაეცა. მარცხენა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის გამო გაუკეთდა სკელეტური დაჭიმვა. საკეისრო კვეთის  შემდეგ გაუკეთდა მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება  ფიტ-მორის პროტეზით, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ვინაიდან სიარული უჭირდა კიდევ დაეცა, შეუსივდა მარცხენა ბარძაყის ზედა ბოლო, რის გამოც აღნიშნული მიდამო გაიკვეთა და ჩაიდგა დრენაჟი, საიდანაც დაიწყო სისხლდენა და განვითარდა ანემია. პაციენტმა ცოტა ხნის წინ მოგვმართა აღნიშნული ჩივილებით. რენტგენოგრაფიის ჩატარების საფუძველზე იქნა ეჭვი მიტანილი ენდოპროთეზის თავის პროტრუზიაზე – გაკეთდა მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ენდოპროთეზის ზედა ბოლოს პროტრუზია მცირე მენჯში დადასტურდა, სწორედ ამიტომ დაინიშნა სასწრაფო ოპერაცია. ნანახი იქნა ჰემატომა, რომლის ევაკუციისა და კოლტების ამოღების შემდეგ ნანახი იქნა თეძოს არტერიის ეროზია და ეროზიული სისხლდენა. პროცესში ჩაერთო ანგიოქირურგი კახაბერ ქუნთელია, რომელმაც პაციენტს თეძოს არტერიის ოპერაცია გაუკეთა.  ორი კვირის შემდეგ ჩვენს განყოფილებაში 27 წლის ქალბატონს დიდი სარევიზიო ოპერაცია გაუკეთდა -თაბუხის ფოსოს რეკოსტრუქცია ბუშ შნეიდერის რინგით და მენჯ-ბარძაყის დუალ სისტემის გამოყენებით. ოპერაციის გაკეთებიდან მესამე დღეს პაციენტმა შეძლო ფეხზე გავლა ტკივილების გარეშე.  ის უკვე ბინაზე იქნა გაწერილი შესაბამისი ინტუქციითა და დანიშნულებით, თავს გრძნობს კარგად და რაც მთავარია არის ბედნიერი, ვინაიდან ბოლო 6 წლის შემდეგ პირველად ახერხებს ტკივილების გარეშე გადაადგილებას.

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი –  ხელძღვანელი, პროფესორი ლევან თავბერიძე.

ბოლო აქციები