• 21 09 2022
    • 34 ნახვა
    საინტერესო ფაქტები ალერგიის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ალერგიის შესახებ

    1. ალეგიული რეაქცია ვლინდება მაშინ, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს უსაფუძვლო რეაგირებას გარკვეულ ნივთიერებებზე, რომლისგანაც წარმოიშვება სიმპოტმები რაც შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.
    2. ალერგიული ფონის წარმოქმნა შეუძლია ლატექსსაც, რომელიც აქტიურად გამოიყენება როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე ბავშვთა პროდუქტების ინდუსტრიაში.
    3. კვებითი ალერგიის მქონე ადამიანი, იშვითად არის ალერგიული ერთზე მეტი სახის საკვებზე.
    4. ადამიანიანები ხანდახან ცდებიან და ალერგიას არქმევენ გარკვეული სახის საკვების მიერ გამოწვეულ ინტოკსიკაციას ან აუტანლობას, რაც ვლინდება მოვლითი ხასიათის მუცლის ტკივილით, დიარეით, ღებინებით და ცხელებით. ეს სიმპტომები ექიმის მიერ საჭიროებს დიფერენციაციას და შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობას.
    5. მიუხედავად იმისა, რომ ალერგიულ რინიტს როგორც ,,თივის ცხელებას“ ასე მოიხსენიებენ, ადამიანთა უმეტესობას ვისაც აღნიშნული დიაგნოზი აქვს, ალერგიული არაა თივაზე და არ აღენიშნება ტემპერატურა, როგორც მისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სიმპტომი.