• 22 04 2019
    • 514 ნახვა
    ტერფის ვალგუსური დეფორმაცია

    ტერფის ვალგუსური დეფორმაცია

    ტერფის ვალგუსური დეფორმაცია – HALLUX VALGUS, საკმაოდ გავრცელებული დეფორმაციაა და ძირითადად ქალბატონებში ჭარბობს. დეფექტს ახასიათებს ცერა თითის გადახრა მომდევნო თითებისაკენ, რაც იწვევს ძვლებთან შესახსრებას და ტერფის შეშუპებას. დეფორმაციის გამო ადამიანს უჭირს გადაადგილება და აღენიშნება ტკივილები გარშემო ქსოვილის მიდამოებში.

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში წარმატებულად ტარდება ჰალუქს ვალგუსის საკორექციო ძვალკვეთა, ცერა თითის ეგზისტოზის რეზექცია, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს მოიშოროს დეფორმაცია და დაუბრუნოს ტერფს ბუნებრივი, ჯანსაღი ფორმა.

    ლევან თავბერიძე – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერფის ვალგუსის ოპერაცია ძალიან წარმატებულია და რომ მსგავსი ოპერაცია საქართველოში კეთდება ბევრმა სამწუხაროდ არ იცის.
    ბოჭორიშვილის კლინიკის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი წარმატებულად ატარებს აღნიშნულ ოპერაციას ბოლო თაობის აპარატურითა და ინსტრუმენტებით რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტი მეორე დღესვე გავწეროთ ბინაზე.
    ოპერაციამდე ტარდება გამოკვლევები, რაც ხელს გვიწყობს მივიღოთ სრული წარმოდგენა ტერფის ნიომექანიკური ფუნქციის შესახებ. ამის შემდეგ პაციენტი თავად ირჩევს თუ როგორ უნდა ჩაიტაროს ოპერაცია, ადილობრივი თუ ზოგადი ანესთეზიით.
    პაციენტის ბინაზე გაწერის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი დამოკიდებულია ჰალუქს ვალგუსის სირთულეზე, თუმცა 1 თვეზე მეტ დროს არ მოითხოვს. ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვადევნებთ თვალს პაციენტის მდგომარეობას, ვაძლევთ რჩევებს და რეკომენდაციებს.
    ხშირად გვეკითხებიან პაციენტები შემდგომი გართულებების შესახებ, თუმცა ზემოთ აღნიშნული ოპერაცია სრულიად უსაფრთხოა და მას რეციდივი არ მოსდევს.

    დამატებითი კითხვების შემთხვევაში და ტრავმატოლოგთან ვიზიტის დასაგეგმად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322 312 112 ან 577 222 112