• 16 08 2019
    • 132 ნახვა
    უკრაინის დელეგაცია ბოჭორიშვილის კლინიკაში

    უკრაინის დელეგაცია ბოჭორიშვილის კლინიკაში

    14 აგვისტოს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას უკვე მეორედ სტუმრობდა უკრაინის დელეგაცია ახალი შემადგენლობით. ვიზიტი მიზნად ისახავდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ჩატარებას კლინიკის მენეჯმენტთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.
    დელეგაციას ხელმძღვანელობდა NATO-ს საინფორმაციო და ანალიტიკური ცენტრის ექსპერტი მედიცინის დარგში – ალექსანდრ მარუსინი (Ivano-Frankivsk).
    სტუმრებს საშუალება მიეცათ დეტალურად გაცნობოდნენ კლინიკის თითოეული დეპარტამენტის მუშაობას, დაესვათ კითხვები კოლეგებისთვის, გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები და გამოცდილება.

    ბოჭორიშვილის კლინიკა მადლობას უხდის უკრაინულ მხარეს ჩვენი კლინიკის მიმართ ასეთი მაღალი ინტერესისთვის და მუდმივ მზაობას გამოთქვამს მსგავსი ხასიათის შეხვედრის მიმართ!