• 01 12 2018
    • 195 ნახვა
    შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

    შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.

    პირველად ეს დღე 1988 წელს, მას შემდეგ აღინიშნა, რაც მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე აივ/შიდსთან დაკავშირებით სოციალური შემწყნარებლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის გაფართოების შესახებ მოწოდება გაისმა. თარიღი მსოფლიო საზოგადოების აივ–ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დადგინდა, რამაც გლობალური პანდემიის მასშტაბები მიიღო და მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა. 1997 წლის ივნისში აივ/შიდსთან დაკავშირებული გაეროს გაერთიანებული პროგრამით (UNAIDS) და მისი ექვსი სპონსორის მიერ (მსოფლიო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იუნესკო, იუნისეფი, გაეროს განვითარების პროგრამა, ადამიანთა დასახლების გაეროს ფონდი და მსოფლიო ბანკი), რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორულ ორგანიზაციასთან ერთად, შიდსთან ბრძოლის ყოველწლიური საყოველთაო კამპანია დაიწყო. შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს სხვადასხვა დევიზით ტარდება, 2018 წლის დევიზია “Know Your Status”.