• 08 07 2022
    • 178 ნახვა
    ცხვირით სუთქვის გაძნელება, თავის ტკივილი- სინუსიტი?!

    ცხვირით სუთქვის გაძნელება, თავის ტკივილი- სინუსიტი?!

    ცხვირით სუნთქვის გაძნელება ( ცხვირის გაჭედვა), თავის და სახის ძვლების თვალბუდის ტკივილი, თავის მოძრაობის შეზღუდვა, ცხვირ-ხახაში სერიოზული ან ჩირქოვანი ჩანადენი, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, სინუსიტის თანმხლები ჩივილებია.
    რა არის სინუსიტი და რატომ იწვევს თავის ტკივილს?
    • სინუსიტი ეს არის ცხვირის და მისი დანამატი წიაშების ანუ სინუსების ლოროწვანი გარსის ანთება. განასხვავებენ მწვავე, ანუ რინოსინუსიტს, რომელიც გრძელდება 2-4 კვირა ) და ქრონიკულ სინუსიტს, რომელიც გრძელდება 8-12 კვირა, ვითარდება მორეციდივე არასრულად ნამკურნალები მწვავე სინუსიტის შედეგად. სინუსები არის ცხვირის ირგვლივ მდებარე ოთხი წყვილი ჰაეროვანი ღრუ, რომლებიც მონაწილეობენ როგორც სრულფასოვან სუნთქვაში ასევე წნევის გათანაბრებაში ქალას ღრუ წარმონაქმნებსა და ატმოსფეროს შორის. წიაღების ანთების მიხედვით არსებობს : ზედა ყბის წიაღის( ყველაზე დიდი წიაღია ) ანთება – ჰაიმორიტი , შუბლის წიაღის ანთება – ფრონტიტი, ცხვირის ძვლის წიაღის ანთება- ეთმოიდიტი , ძირითადი ძვლის წიაღის ანთება – სფეოიდიტი, თუმცა შეიძლება იყოს რამოდენიმე სინუსის ანთება ერთად .
    • სინუსიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია ( მწვავრე რინიტი- სურდო , რომელიც ბოლომდე არ არის ნამკურნალები),
    • ქონიკული- ალერგიული რინიტი, ცხვირის ძგიდის გამრუდება, წიაღენში წარმოქმნილი პოლიპი, რაც იწვევს ცხვირის ლორწოვანის ჰიპერტროფიას და ხელს უშლის ექსუდატის ევაკუაციას, ანთების შედეგად შუპდება წიაღების ბუნებრივი პატარა სავალები , რომლებიც იხსნება ცხვირის ღრუში ,სინუსებში დაგროვილი სითხე იდეალური პირობაა მოკრობების გასამრავლებად. შეშუპებული ლორწოვანი, დაგროვილი ექსუდატი აწვება წიაღების კედლებს , ცხვირით სუნთქვის შეფერხების გამო ჟანგბადი არასრულფასოვნად მიეწოდება თავის ტვინს და ყველა ეს მიმდინარე პროცესები იწვევს ძლიერ თავის ტკივილს.
    • სინუსიტის დიაგნოსტირება ხდება პირვლ რიგში პაციენტის ჩივილიდან გამოდინერე , ცხვირის ღრუს დათვალიერებით- რინოსკოპიით , ასევე ინსტრუმენტული კვლევის საშუალებით: ნაზალური ენდოსკოპია, რენტგენოგრაფია, კომპიუტრული ტომოგრაფია, მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფია.
    • სინუსიტის მკურნალობა ძირითადად არის კონსერვატიული, ქრონიკული სინუსიტის იშვიათ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა . იმისათვის, რომ არ მოხდეს მწვავე პროცესის გართულება და ქრონიკულ პროცესში გადასვლა, აუცილებელია დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება.
    ეკა თოფურიძე – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის, ოტო-რინო-ლარინგოლოგი!