• 26 08 2019
    • 74 ნახვა
    ჯილეხი

    ჯილეხი

    ჯილეხი (ციმბირის წყლული) – მწვავე ბაქტერიულ-ინფექციურ დაავადებას მიეკუთვნება. მას ახასიათებს მკვეთრი ინტოქსიკაცია, სეროზულ-ჰემორაგიული და ნეკროზული ანთებით.
    ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული შინაური და რქოსანი ცხოველი.
    ადამიანის ორგანიზმში ინფექცია აღწევს დაზიანებული კანიდან, სასუნთქი ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
    კანიდან შეჭრილი ინფექცია დაავადებული საქონელის მოვლის ან დაკვლის დროს ფიქსირდება, მაღალია დაავადების საშიშროება ინფიცირებული ხორცის, ტყავის და ბეწვის დამუშავების დროსაც.

    ცხოველებში ჯილეხი მიმდინარეობს გენერალიზებული ფორმით და ის გადამდებია დაავადების მთელ პერიოდში.
    ინფექციის პოტენციური წყარო შეიძლება იყოს ავადმყოფი ადამიანიც.
    დაავადება გადადის კონტაქტური, იშვიათად – ალიმენტური, ინჰალაციური და ტრანსმისიული გზით, ის წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა შემთხვევების რაოდენობა ზაფხულსა და შემოდგომაზე გაცილებით იმატებს.

    ინკუბაციის პერიოდი 2-8 დღეა, იშვიათად შეიძლება 14 დღემდეც გაგრძელდეს. კანზე გამომწვევის მოხვედრის ადგილზე წარმოიქმნება ლაქა, შემდგომ მოწითალო ფერის პაპულა და ის რამდენიმე საათში გადაიქცევა ბუშტუკად, რომელიც იწვევს ქავილს. ბუშტუკი შეიცავს მოყვითალო-შავი ფერის შიგთავსს და მისი გახეთქვის შემდეგ წარმოიქმნება წყლული, საიდანაც ხდება სითხის გამოყოფა. წყლულის ირგვლივ ვითარდება პერიფერული შეშუპება და ჰიპერემია, რომელიც დიდ არეს იკავებს. მის ირგვლივ ჩდება მოწითალო-მოვარდისფრო ბუშტუკები, რომლებიც ისევე როგორ ძირითადი ბუშტუკი, წყლულდება, იფარება შავი ნეკროზული ქერქით.
    ციმბირის წყლულის კარბუნკული უმტკივნეულოა.

    დაავადება იწყება ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენებით, ძლიერი შემცივნებით, ტემპერატურის მატებით, თავის ტკივილით, ღებინებით. პირველ რიგში ზიანდება ორგანოები, რომლმებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით რეტიკულურ-ენდოთელურ ქსოვილს (ფილტვები, ნაწლავები, ელენთა, ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძები). სუნთქვის ორგანოების მხრივ გამოვლინდება ქოშინი, შებოჭვის შეგრძნება, ხველა და ტკივილი სუნთქვისას. ავადმყოფს უჭირს ამოხველება. ფილტვებში ფიქსირდება მშრალი და სველი ხიხინი. რენტგენოლოგიურად აღინიშნება ფილტვის კარისა და შუასაყრის ლიმფური კვანძების გადიდება, პლევრაში სითხე.
    გენერალიზებულ ფორმას ზოგჯერ თან სდევს მენინგოენცეფალიტიც. გამოიხატება მენინგეალური სინდრომი – ბოდვები, კრუნჩხვები, ვითარდება კომა, რასაც მოსდევს ინფექციურ-ტოქსიური შოკი.
    ჯილეხის მკურნალობა კომპლექსურია, აუცილებელია დაავადებული ადამიანის ჰოსპიტალიზაცია და შესამაბისი მკურნალობის კურსის დანიშვნა.

    დაავადებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი პირების იზოლაცია აუცილებელია 8-10 დღე.