• 28 07 2019
    • 275 ნახვა
    ჰეპატიტის მსოფლიო დღე

    ჰეპატიტის მსოფლიო დღე

    2011 წლიდან, ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად აღნიშნავს ჰეპატიტის მსოფლიო დღეს. ჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი შეირჩა ნობელის პრემიის ლაურეატის – ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის საპატივსაცემოდ, რომელმაც 1967 წელს აღმოაჩინა B ჰეპატიტის ვირუსი.

    ჰეპატიტის მსოფლიო დღის მიზანია ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება. ყოველწლიური კამპანია მრავალფეროვანი და განსხვავებული სლოგანებით გამოირჩება, 2019 წლის მესიჯია: “Find the missing Millions” (ვიპოვოთ დაკარგული მილიონები), რაც გულისხმობს დროული დიაგნოზის დასმას იმ მილიონობით ადამიანისთვის, ვისაც არ აქვს ინფორმაცია საკუთარი დაავადების შესახებ.

    ვირუსული ჰეპატიტები, რომლითაც მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანია დაავადებული, არის ინფექციური დაავადებების ჯგუფი, რომელშიც შედის A, B, C, D და E ჰეპატიტები. დაავადებათა ეს ჯგუფი ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონ ადამიანს აზიანებს, რაც ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების განვითარების მიზეზი ხდება. ჰეპატიტთან (ძირითადად C და B) არის დაკავშირებული ყოველწლიურად დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანის სიკვდილიანობა.