• 28 06 2017
    • 4650 ნახვა
    ალერგია ბავშვებში

    ალერგია ბავშვებში

    ალერგია ბავშვს ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოუვლინდეს, ხშირად ის მემკვიდრეობითია და მისი ალბათობა იმატებს, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი ალერგიულია.
    ალერგიის დროს ორგანიზმი არასწორად აღიქვამს გარკვეულ ნივთიერებებს და იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას მის წინააღმდეგ.

    ალერგია შეიძლება ადამიანს გამოუვლინდეს არა მარტო საკვებზე, არამედ ცხოველის ბეწვზე, ფრინველის ბუმბულზე, მწერის ნაკბენზე, მტვერზე, გამონაბოლქვზე, მცენარის შეხებაზე, ნესტსა და ობზე, მედიკამენტებზე, პარფიუმერიაზე, სარეცხის საშუალებებსა და სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებზე.
    მცირეწლოვნებში ხშირია ალერგია რძის პროდუქტებზე, კენრკროვან ხილზე, თხილეულზე, კვერცხზე, ციტრუსზე, ხორბალსა და სოიაზე. თუმცა ალერგიული ფონი შეიძლება ნემისნიერმა საკვებმა გამოიწვიოს.

    ასევე ხშირია სეზონური ალერგია, რომელიც თავს გაზაფხულსა და შემოდგომაზე იჩენს. მისი გამომწვევია მცენარეული მტვერი. სეზონური ალერგიის სიმპტომებია: ცემინება, ცრემლდენა, ცვხირიდან გამონადენი და თვალების ქავილი.

    მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ალერგიის დიაგნოსტიკა, რათა პროცესმა არ მიიღოს უმართავი ხასიათი და არ გადაიზარდოს ასთმაში. მშობელმა მალევე უნდა მოახდინოს რეაგირება გამონაყარზე, განსაკუთრებით სახისა და მუცლის არეში. ხშირად ეს გამონაყარი კანის სიწითლეში, ანუ ატოპიურ დერმატიტში გადადის, ამ დროს აუცილებელია მიმართოთ პედიატრს, რათა პროცესმა არ დააზიანოს ზედა სასუნთქი გზები.

    არასდროს მიმართოთ თვითმკურნალობას, ამან შეიძლება უარესი შედეგი გმოიწვიოს.