ორგანიზაცია: აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა
ადგილმდებარეობა: თბილისი
ექთნის ძირითადი მოვალეობები:
პაციენტების პირველადი დახმარება და მართვა ექიმის მითითებების შესაბამისად.
სწრაფი და დროული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საშუალო სამედიცინო განათლება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
სამედიცინო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოცდილება
პიროვნული უნარ–ჩვევები:
ორგანიზებულობა
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
კომუნიკაბელურობა
პუნქტუალურობა
გუნდურობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected];
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.