რა საფრთხეს უქმნის სიმსუქნე ადამიანის ჯანმრთელობას და არის თუ არა ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ოპერაცია ჭარბი წონის მოსაშორებლად?!

ცხოვრების არასწორი წესი და დარღვეული კვების რაციონი ის მთავარი მიზეზებია, რომელიც შემდგომში წონის მატებასა და მომავალში სიმსუქნის ჩამოყალიბებას იწვევს. სიმსუქნე კი უკვე დიაგნოზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, სიმსუქნემ ეპიდემიის მასშტაბებს მიაღწია. ჭარბი წონის ან სიმსუქნისგან გამოწვეული მიზეზით ყოველწლიურად მსოფლიოში სულ მცირე 2.8 მილიონი ადამიანი იღუპება. ჭარბი წონის განსაზღვრას ადამიანი არა საკუთარი გარეგნობის მიხედვით, არამედ სპეციალური – სხეულის მასის ინდექსის გამოთვლის მეშვეობით ადგენს. სხეულის მასის ინდექსი (BMI) შემდეგი ფორმით ითვლება: BMI=m/h2, სადაც m – ადამიანის სხეულის მასაა კილოგრამებში, ხოლო h – სიმაღლე მეტრებში.
სიმსუქნე არის მდგომარეობა, როდესაც სხეულში დიდი რაოდენობით ცხიმია დაგროვებული. მოცემული დაავადება უარყოფითად აისახება: ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრხლივობაზე, ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნაზე, ამასთან ერთად იგი წარმოქმნის შემდეგი დაავადებების რისკებს:
• შაქრიანი დიაბეტი
• გულის იშემიური დაავადება
• გულის შეგუბებითი უკმარისობა
• ქოლესტერინის დონის ცვლილება

Obesity, unhealthy weight. Nutritionist inspecting a woman’s waist using a meter tape to prescribe a weight loss diet
• შაქრიანი დიაბეტი
• შარდის შეუკავებლობა
• ასთმა
• ღრმა ვენების თრომბოზი
• გართულებები ზოგადი ანესთეზიის დროს
სიმსუქნის მკურნალობა და სხეულის ნორმალური წონის აღდგენა აუცილებელია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ჯანმრთელობის პრობლემათა რისკის შესამცირებლად.

სიმსუქნის ძირითადი მკურნალობა დიეტა და ფიზიკური აქტივობაა. თუ ეს საშუალებები არაეფექტურია, მაშინ მიმართავენ სიმსუქნის ქირურგიულ მკურნალობას, ეს არის ბარიატრია, რომელიც მოიცავს პათოლოგიური სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ბარიატრიულ ქირურგიას მეტაბოლურ ქირურგიასაც უწოდებენ.
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის რეკომენდაციები შეიმუშავეს ენდოკრინოლოგებისა და ბარიატრიული ქირურგიის დარგის გამოჩენილმა ექსპერეტებმა.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობისთვის შექმნილია პოლიპროფილური გუნდი ქირურგების, ენდოკრინოლოგების, ნუტრიციოლოგების, ფსიქოთერაპევტების მონაწილეობით და თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად წყდება ოპერაციული მკურნალობის, მისი სახეების, დიეტური მკურნალობის, კუჭის ბოტოქსის და ბალონირების საკითხი. ჩვენს ბარიატრიულ ბორდში მონაწილეობენ ამ დარგის გამოჩენილი უცხოელი ექსპერტებიც.
ამდენად, როდესაც წონის კლება აუცილებელია, გამოსავალი ოპერაციაში ნამდვილადაა, რომელსაც საუკეთესო შედეგი აქვს.