• 14 07 2020
    • 571 ნახვა
    რა არის სიმსუქნე, მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა თუ ჯანმრთელობის დარღვევის გამოხატულება?!

    რა არის სიმსუქნე, მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა თუ ჯანმრთელობის დარღვევის გამოხატულება?!

    რა არის სიმსუქნე, მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა თუ ჯანმრთელობის დარღვევის გამოხატულება?! როდის არის საგანგაშო მომატებული კილოგრამები და რა უნდა ვიცოდეთ დიეტის დაწყებისას. გაეცანით საინტერესო ინფორმაციას  სიმსუქნის შესახებ,თემაზე  აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი მარი ნაცვლიშვილი გვესაუბრება

    სიმსუქნე ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა. ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის – ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევის გამოხატულებაა. ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, ყოველწლიურად სიკვდილის 300 000 შემთხვევა სწორედ სიმსუქნესთან არის დაკავშირებული. ამ პაციენტთა 80%-ს სხეულის მასის ინდექსი 30კგ/მ2-ზე მეტი ჰქონდა. როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40 კგ/მ2-ს აღემატება, სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად იკლებს: მამაკაცებისთვის – 20 წლით, ხოლო ქალებისთვის – 5ით. ამასთან, სიმსუქნის დროს იზრდება ზოგიერთი ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი.
    ცხიმი ორგანიზმში გამომუშავდება ყოველი ჭამის შემდეგ, მიღებული ნახშირწყლებისა და ცხიმებისგან. პროდუქტებიდან მიღებული ნახშირწყლების 70% სისხლში გადადის და მომდევნო 6 საათის განმავლობაში ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროს წარმოადგენს, დანარჩენი 30% კი გეზს ცხიმოვანი უჯრედებისკენ იღებს, სადაც ცხიმებად გარდაიქმნება და მარაგად ინახება.

    ცხიმი კანქვეშ და მუცლის არეში ლაგდება. ჭარბწონიანი ადამიანის სხეულზე ცხიმოვანი შრის სისქე ზოგჯერ 15-20 სმ-საც აღემატება. ცხიმოვანი შრე არ არის სქელი ერთგვაროვანი მასა – იგი ცხიმოვან უჯრედებში 5-10-მმ-იანი ერთგვარი მარცვლების სახითაა ჩალაგებული.

    ყველაზე უკეთ ცხიმოვანი შრე გამოხატულია მუცლის არეში და იქ, სადაც მდებარეობს თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი და აორტა.

    კვებადადიეტა

     

    – რა არის დიეტა?

    სანამდიეტებისგაცნობასდაიწყებდეთგავეცნოთზოგიერთრჩევებსდიეტისშესახებ

    დიეტა-ბერძნული სიტყვაა და [ბერძ.diaita ცხოვრების წესი] ადამიანის კვების გარკვეული რეჟიმს ნიშნავს.

    ენდოკრინოლოგის მოსაზრებით, ექიმის გარეშე დიეტის დაცვა სასურველი არ არის.

    “ დიეტა’’ ნიშნავს: სწორ, ჯანმრთელ, რაციონალურ, დაბალანსებულ კვებას. თითოეული ადამიანისთვის  დიეტა ინდივიდუალურად უნდა იყოს შედგენილი, რიგი კლინიკური – ლაბორატორიული კვლევების ჩატარების საფუძველზე, ვინაიდან არ არსებობს რაიმე უნივერსალური დიეტა, რომელიც ერთნაირი ეფექტურობით დააკლებინებდა წონაში ყველას.

    დიეტა არ არის ორკვირიანი სასწაული; უნდა შეიცვალოთ დამოკიდებულება საკვებისადმი, კვების პროცესისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი დიეტით მიღებული შედეგი უკვალოდ გაქრება და დაკარგული კილოგრამები სულ მალე უკანვე დაგიბრუნდებათ.

    მხოლოდ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ჩვენ გადავწყვეტთ თუ რა სახის დიეტა შევადგინოთ და გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე რა პრეპარატები დავუნიშნოთ.

    დიეტაში იგულისხმება ყველა კომპონენტი – ცილა, ცხიმი, ნახშირწყლების ჯეროვანი რაოდენობა, რაც ორიენტირებულია და მორგებულია კონკრეტულ პაციენტზე. ადამიანი მაშინ მიმართავს დიეტას, როცა აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე.

    არის თუ არა ჭარბი წონა დაავადება?
    ჭარბი წონა დაავადება არ არის, ეს სიმსუქნის წინარე მდგომარეობაა, ხოლო სიმსუქნე კი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას და საჭიროებს მეთვალყურეობასა და მკურნალობას მთელი სიცოცხლის მანძილზე.

    სიმსუქნის დროს ზიანდება პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემა და მისი მკურნალობის საფუძველია სწორი, ჯანმრთელი კვება და დოზირებული ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ასევე ინდივიდულუარდ უნდა იყოს შედგენილი.

    სასურველია, რომ დიეტა გამყარებული იყოს პოლივიტამინით და კალციუმის პრეპარატით. ამიტომაც უნდა იყოს დიეტა ექიმის მიერ შედგენილი.

    ექიმი ითვალისწინებს იმ მიკრო-მაკრო ელემენტებს, რაც საჭიროა ორგანიზმისთვის.

    სიმსუქნის მქონე პირებმა წონაზე მუდმივი კონტროლი უნდა დააწესონ, რათა არ მოიმატონ, რადგანაც სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და ახასიათებს წონის კლება-მატება.

    არსებობს სიმსუქნის შემდეგი ფორმები: სხეულის მასის მატების შესაბამისად; ცხიმიანი ქსოვილის ლოკალიზაციის მიხევით; ცოცხალი უჯრედების რაოდენობის განსაზღვრის მიხედვით;   სიმსუქნის ტიპები: ენდოკრინული; ალიმენტარული; მედიკამენტური; ცერებრიალური.

    სიმსუქნის ანუ ცხიმის ჩალაგების ტიპები:

    ცენტრალური ანუ ვისცერული (აბდომინური, ვაშლის) ტიპი: ცხიმოვანი ქსოვილი მუცლის ღრუშია ფორმირებული. ცენტრალური ტიპის გაცხიმოვნების დროს შინაგანი ორგანოები გაცხიმოვნებულია მუქი ფერის ცხიმით, რომელიც მეტაბოლურად აქტიურია, ანუ აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში.
    პერიფერიული (მსხლისებური, ქალური) ტიპი: ცხიმოვანი ქსოვილი უპირატესად კანქვეშ, გავა-წელის, ბარძაყებისა და მკერდის არეშია. ამ დროს კანქვეშ მეტაბოლურად არააქტიური თეთრი ცხიმია ჩალაგებული.
    ერთმანეთისგან განსხვავდება ამ ორი ტიპის გაცხიმოვნების შედეგებიც: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა უსიამოვნება ცენტრალურ გაცხიმოვნებას უკავშირდება. დიაბეტი, ჰიპერტონია, არტერიოსკლეროზი სწორედ სიმსუქნის ცენტრალური ტიპით არის განპირობებული. რა არის სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები ?

    დაავადების გამომწვევი მიზეზებია:  მემკვიდრეობითი ფაქტორი; დისჰარმონიული პროცესები;  არასწორი კვება, ზედმეტი ჭამა; ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი; გამოუძნებლობა; ენდოკრინული დაავადებები; მეტაბოლიზმის დაბალი დონე; ხშირი სტრესი; შიდა სეკრეციის ჯირკვლების მუშაობის დარღვევა. რა სიმპტომები აღინიშნება სიმსუქნის დროს?

    დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:სხეულის მასის გაზრდა; თავის ტკივილი;  ქვედა კიდურების შეშეუპება; ძილის დარღვევა; ქოშინი; სახსრებისა და ხერხემლის ტკივილი;       არტერიული წნევის აწევა; გაზრდილი მადა.

    როგორ ხდება სიმსუქნის დიაგნოსტირება?

    დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:         სისხლის საერთო , ბიოქიმიური ანალიზი; გლუკოზოტოლერანტობის ტესტი; ჰორმონალური გამოკვლევა; მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა; თავის ქალის რენტგენი; ზედა და ქვედა კიდურების მაგისტრალური არტერიების დუპლექსური სკანირება;        ელექტროკარდიოგრაფია.

    სიმსუქნესთან დაკავშირებული რისკის შეფასება რეკომენდებულია, ასევე, წელის გარშემოწერილობის საფუძველზე. წელის გარშემოწერილობა 102 სმ-ზე მეტი მამაკაცებში და 88 სმ-ზე ქალებში დიაბეტისა და კარდიოვასკულური ავადობის გაზრდილ რისკზე მიუთითებს.

    რა არის სხეულის მასის ინდექსი?
    სხეულის მასის მიხედვით სიმსუქნის დასადგენად შემოღებული სხეულის მასის ინდექსი ანუ BMI (Body mass index) სხეულის მასის ნორმულობის მაჩვენებელია. ინდექსის გამოსათვლელად კილოგრამებში გამოსახული მასა მეტრებში გამოსახული სიმაღლის კვადრატზე უნდა გავყოთ. სწორედ ამ ინდექსით განისაზღვრება დღეს მთელ მსოფლიოში ჭარბი წონა თუ წონის უკმარისობა.

    რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნემ?

    სიმსუქნე იწვევეს ორგანიზმში ისეთ დაავადებებს როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი; ნაღველკენჭოვანი დაავადება; ოსტეოართროზი; გულის დაავადებები; მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო; საშვილოსნოს და მკერდის კიბო; პროსტატის კიბო.

    რა არის სიმსუქნის მკურნალობის მიზანი?

    სიმსუქნის მართვა და მკურნალობა გაცილებით უფრო მეტ, ფართო, ვრცელ მიზანს მოიცავს,

    ვიდრე მხოლოდ წონის კლება, ის მოიცავს სხვა, სიმსუქნესთან დაკავშირებულ პათოლოგიათა განვითარების რისკის შემცირებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ყოველივე ზემოთქმულს შესაძლოა მივაღწიოთ წონის ზომიერი კლებით (საწყისი მასის 5-10%),

    გაუმჯობესებული საკვები რაციონითა და ზომიერად გაზრდილი ფიზიკური აქტივობით. – –

    – როგორ ვუმკურნალოთ სიმსუქნეს?

    სიმსუქნის მკურნალობა – უნდა ემყარებოდეს რეალურ მიზანს წონის კლების მიღწევის თვალსაზრისით, რათა მოხდეს იმ პოტენციური ჯანმრთელობისათვის საშიში რისკებისა და დაავადებების თავიდან აცილება, რომლებიც ამ პათოლოგიასთან არის კავშირში. ეს კომპლექსური პროგრამა უნდა მოიცავდეს – წონის კლებას, შენარჩუნებას და წონის განმეორებითი ნამატის (რეციდივის) განვითარების თავიდან აცილებას. სიმსუქნით

    დაავადებულმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს დაავადება ქრონიკულია და შესაბამისად მათი მკურნალობა და მათზე მეთვალყურეობა უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების მანძილზე

    მკურნალობა მოიცავს: ძირითადი დაავადებების მკურნალობას; მადის დასაქვეითებელი და ნივთიერებათა ცვლის გამაძლიერებელი პრეპარატებს;  დაბალანსებულ, დაბალკალორიულ დიეტას; სამკურნალო ვარჯიშს; ქირურგიული ჩარევას (მორბიდული სიმსუქნის დროს).

    პროფილაქტიკა —- რეკომენდირებულია:  სპეციალური დიეტის დაცვა;  დღეში 4-5-ჯერ საკვების მიღება და ულუფების დაბალანსება; ფიზიკური ვარჯიშის რეგულარულად შესრულება; მეტი სითხის მიღება.

     

     

ბოლო აქციები