• 13 11 2020
    • 135 ნახვა
    დიაბეტის მსოფლიო დღე

    დიაბეტის მსოფლიო დღე

    დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველი წლის 14 ნოემბერს, დიაბეტის მსოფლიო დღე დაარსდა 1991 წელს, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.

    დიაბეტის მსოფლიო დღე გაეროს მიერ (რეზოლუცია 61/25) აღიარებულ იქნა ოფიციალურ საერთაშორისო დღედ.

    მსოფლიო დიაბეტის დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ.

    დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება 14 ნოემბერს – ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეს, მან ჩარლზ ბესტთან ერთად პირველად გამოყო ინსულინი 1922 წელს.

    დიაბეტის დღე აღინიშნება მსოფლიოს 160 ქვეყანაში.

    პრევენცია და სკრინინგი დიაბეტზე –  ძალიან მნიშვნელოვანია. შაქრიან დიაბეტზე მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები რეგულარულად უნდა იყვნენ გამოკვლეული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით. ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადებული პაციენტების მესამედის დიაგნოსტირება მხოლოდ სერიოზული გართულებების განვითარების შემდეგ ხდება. ამდენად დიაბეტზე სკრინინგის ეფექტიანობის შესწავლას და ამის საფუძველზე პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

    შაქრიანი დიაბეტის გავრცელება და წარმოშობის მიზეზები შაქრიანი დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და იწვევს ნაადრევ ინვალიდიზაციასა და ავადმყოფთა მაღალ სიკვდილობას. დიაბეტის გავრცელების მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში 2%-დან 6%-მდე მერყეობს. დღეისათვის ჩვენს პლანეტაზე 110-120მლნ დიაბეტით დაავადებული ადამიანია.

    ყოველ 12-15 წელიწადში მათი რაოდენობა ორმაგდება.

    2030 წლისათვის მათი საერთო რიცხვი, ექსპერტების თვალსაზრისით, სულ მცირე 386 მლნ. ადამიანს მიაღწევს.

    ამერიკის გულის ასოციაციის მონაცემებით, 2006 წელს, ამერიკის დიაბეტის ასოციაციის კრიტერიუმებით, დიაგნოსტირებული იყო შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 17 მლნ პაციენტი, საიდანაც 7,5  მლნ მამაკაცი და 9,5 მლნ ქალია. დადგინდა, რომ მათ გარდა არ იყო დიაგნოსტირებული  შაქრიანი დიაბეტით დაავადებული კიდევ 6,4 მლნ პაციენტი.    პრედიაბეტი    აღენიშნებოდა 57 მლნ ამერიკელს. ამერიკის გულის ასოციაციის მონაცემებით 2002 წელს 20 წლის ასაკის მოსახლეობის 9,6%‐ს აღენიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი, ხოლო 65 წლის მოსახლებაში იგივე მაჩვენებელი 21% იყო.    მოზრდილებში რეგისტრირებულ შაქრიანი დიაბეტის შემთხევათა 90  ‐ 95% წარმოადგენდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტს.    აღსანიშნავია ეთნიკური ნიშნით გავრცელების მნიშვნელოვანი

    განსხვავება.  ამერიკის ჯანმრთელობის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის, ეროვნული ჯანმრთელობისა და საკვების კონტროლის კვლევის მონაცემების შესაბამისად    ამერიკის მოსახლეობის ლათინო-ამერიკულ და შავკანიანთა ნაწილში დიაბეტის გავრცელება გაცილებით მაღალია არალათინოამერიკელ თეთრკანიანებთან შედარებით. საქართველოში ფართომასშტაბიანი ეპიდემიოლოგიური კვლევები არ ჩატარებულა. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოსთვისაც    დამახასიათებელია დიაბეტის მატების ტენდენცია 7.3%‐დან 8.1‐11%‐მდე. შაქრიანი დიაბეტის კლასიფიკაცია ემყარება ეტიოლოგიურ პრინციპს.  ადრეული დიაგნოსტიკა.

    უდიდესი მნიშვნელობა აქვს დიაბეტის განვითარებისთანავე დაუყოვნებლივ ეფექტური მკურნალობის დაწყებას. დიაბეტის, რაც შეიძლება უფრო ადრე გამოვლენისათვის ნაჩვენებია სისხლის გლუკოზის რეგულარული გასინჯვა როგორც უზმოზზე, ჭამიდან ერთ ან ორ საათში, განსაზღვრული რისკის ხარისხის შესაბამისად (გენეტიკური განწყობა, ასაკი, აბდომინური ცხიმის შემცველობა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა). სისხლის გლუკოზა, ასევე, უნდა გაისინჯოს ნებისმიერი ისეთი მოვლენის შემდეგ, რომელიც ცნობილია, რომ აჩქარებს დიაბეტის გამოვლენას გენეტიკურად განწყობილ პირებში, როგორიცაა მაგ: მძიმე დაავდება ან ტრავმა, ემოციური შოკი ან ორსულობა. გლუკოზა, ასევე, უნდა გაისინჯოს დიაბეტისათვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა გამოყოფილი შარდის რაოდენობის მომატება, უმიზეზო წყურვილი, პირის სიმშრალე, აუხსნელი წონის დაკარგვა და ა.შ.

    შაქრიანი დიაბეტის გართულებები გადაუდებელი ჰიპერგლიკემიური    მდგომარეობები, მნიშვნელოვან შემთხვევებში, მთავრდება სიკვდილობით. ხშირია გადაუდებელი ჰიპერგლიკემიური   მდგომარეობების    შემთხვევები დიაბეტით    არადიაგნოსტირებულ პაციენტებში.   ჰიპერგლიკემიის შემთხვევაში გადაუდებელი მოქმედებაა ძირითადი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მართვა. ავადმყოფი პაციენტების ადექვატური ადრეული მართვა, ორივე – ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის დროს, თავიდან აგვაცილებს დიაბეტურ გადაუდებელ მდგომარეობებს. ხშირია გადაუდებელი ჰიპერგლიკემიური მდგომარეობების შემთხვევები დიაბეტით არადიაგნოსტირებულ პაციენტებში. შესაძლებელია თუ არა დიაბეტის პრევენცია?

    – I ტიპის შაქრიანი დიაბეტის პრევენციის სპეციფიკური მეთოდები არ არსებობს, თუმცა ამ კუთხით განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს ვირუსული ინფექციებისგან ორსულთა და ბავშვთა დაცვას, II ტიპის დიაბეტის პრევენცია კი ცხოვრების ჯანსაღ წესს, ზომიერ კვებასა და ფიზიკურ დატვირთვას, წონის კორექციას ითვალისწინებს. სასურველია, ყველა ჭარბწონიანმა და ამ დაავადებისადმი გენეტიკურად განწყობილმა ადამიანმა პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის ენდოკრინოლოგს მიმართოს და წელიწადში ერთხელ მაინც გაიკეთოს საჭირო ანალიზი.

    დიაბეტზე სკრინინგი:

    ვის აქვს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მაღალი რისკი

    მომატებული რისკი • ასაკი >55 • ანამნეზში გესტაციური დიაბეტი • 45 წლის ზემოთ პირები, რომელთა პირველი რიგის ნათესავებს აქვთ დიაბეტი.

    მაღალი რისკი • გლუკოზისადმი ტოლერანტობის გაუარესება ან უზმოზე გლუკოზის გაუარესება (impaired fasting glucose) • 45 წლის ზემოთ პაციენტები ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთი ან რამოდენიმე რისკ-ფაქტორით: • სიმსუქნე (სმი≥30), მუცლის გარშემოწერილობა ქალებში>88სმ-ზე, მამაკაცებში>102 სმ-ზე; • ჰიპერტენზია (არტ. წნევა>ვწყ. სვ 135 მმ) • პაციენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადების დიაგნოზით • ჭარბი წონის ქალები საკვერცხის პოლიკისტოზით.

    პაციენტები • პრე-დიაბეტით (გესტაციური დიაბეტი, გლუკოზისადმი ტოლერანტობის გაუარესება, უზმოზე გლუკოზის გაუარესება) • იდენტიფიცირებადი რისკ ფაქტორებით

    (სკრინინგისას ტესტი უარყოფითია) დიაბეტის გართულებები იყოფა ორ ჯგუფად:

    • ადრეული – ჰიპო და ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის დაქვეითება და მომატება), დიაბეტური კეტოაციდოზი;
    • გვიანი – მაკროანგიოპათია (გულსისხლძარღვთა დაავადებები) და მიკროანგიოპათია (რეტინოპათია, ნეფროპათია, დიაბეტური ტერფი, ერექციის დისფუნქცია);

    ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, ნეიროპათია, ჰიპოგლიკემია ხშირად ინსულინის ან სულფანილშარდოვანას პრეპარატების დიდი დოზების მოხმარების შედეგად ვითარდება. გარდა ამისა, ჰიპოგლიკემია შეიძლება გამოიწვიოს საკვების დაგვიანებით ან არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ ან დაუგეგმავმა ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ. ჰიპოგლიკემია უფრო მეტად ტიპი 1 დიაბეტისთვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით ინტენსიური კონტროლოს ანუ ინსულინის მრავალჯერადი ინექციების დროს).

    აკ.ვ. ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი მარიკა ნაცვლიშვილი

ბოლო აქციები