• 30 06 2021
    • 444 ნახვა
    ღვაწლმოსილი ექიმების დაჯილდოვება

    ღვაწლმოსილი ექიმების დაჯილდოვება

    ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ რუსთაველის თეატრში, მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის წვეულება გამართა. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი ექიმები, მათ შორის – ისინიც, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლაში. ლიგის ისტორიაში პირველად, ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა “ავერსის” დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს.

    დაჯილდოებულთა შორის არიან დარგის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც პანდემიის პირობებში ფრონტის წინა ხაზზე დგანან, მათ შორის – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია და ამავე კლინიკის კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი.

     

ბოლო აქციები