• 29 09 2021
    • 168 ნახვა
    გულის მსოფლიო დღე

    გულის მსოფლიო დღე

    დღეს გულის მსოფლიო დღეა (WORLD HEART DAY). ეს დღე 1999 წელს გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით დაარსდა  და მისი მიზანი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ეპიდემიით გამოწვეული საშიშროებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის და ცონდის ამაღლებაა.

     

    გულსისხლძარღვთა დაავადებების და ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორებს შორისაა: არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტერონის და გლუკოზის დონის მომატება, თამბაქოს მოხმარება, ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, ჭარბი წონა, ფიზიკური ინერტულობა. ნაადრევი სიკვდილის 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით.

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლნიკის კარდიოლოგიური განყოფილება და სამედიცინო ცენტრის კაბინეტი, რომელიც სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიით, მუდმივად ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობაზე! დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 312 112 -ზე

    გულს მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება! გისურვებთ ჯანმრთელობას!

     

ბოლო აქციები