Loading...
სერვისები
კომპიუტერული ტომოგრაფია

  აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა აღჭურვილია იაპონური Canon -ის 160 შრიანი   კომპიუტერული ტომოგრაფით. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა შემცირებული კვლების  ხანგრძლივობა და მინიმალური დასხივების დოზაა, რის ფონზეც კვლევის ინფორმატიულობა წინა თაობის აპარატებთან შედარებით გაზრდილია.

აპარატი საშუალებას იძლევა კვლევა გავაკეთოთ 220კგ-მდე პაციენტებში.

აპარატი ფართე დიამეტრიდან გამომდინარე კომფორტულია დახურული სივრცის შიშის მქონე პაციენტებისთვის.
 კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი ძალზეც მნიშვნელოვანია თითქმის ყველა სისტემის კვლევაში, როგორც პათოლოგიის დროული დიაგნოსტირებისთვის, ასევე შემდგომი მონიტორინგისთვის. დასხივების დაბალი დოზა ასევე კვლევის სკრინინგის მიზნით ჩატარების  საშუალებას იძლევა.

აღნიშნული  ტომოგრაგი  გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით. მათში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა დაიგეგმოს და შესრულდეს სკანირება დაბალი დასხივებით და მიიღოს უმაღლესი ხარისხის  სურათები უკეთესი დიაგნოსტიკისთვის.

კომპიუტერული ტომოგრაფია აერთიანებს შემდეგს:

  • თავის ტვინის.
  • ქალას ძვლების.
  • ხერხემლის სვეტის.
  • გულმკერდის.
  • მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა.
  • კტ-ანგიოგრაფია.

Aquilion Lightning SP  დამატებით მოწინავე ფუნქციებს გვთავაზობს. იგი განსაკუთრებული სიჩქარითა და სიზუსტით იღებს სრულ სურათს.  სკანერი აღჭურვილია ინოვაციური პროგრამული და ტექნიკური მახასიათებლებით, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მის დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს.