Loading...
სერვისები
ზოგადი ქირურგია

ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი

 

ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი ემსახურება ფართო სპექტრის ქირურგიულ პათოლოგიებს და უზრუნველყოფს როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევებს. დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ქირურგების გუნდით, რომლებიც მუშაობენ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში.

 

ქირურგიული ჩარევები ხორციელდება როგორც ღია, ასევე ლაპაროსკოპიული (მინიმალურად ინვაზიური) მეთოდით, რაც ამცირებს პოსტოპერაციულ პერიოდს და აჩქარებს პაციენტის გამოჯანმრთელებას.

 

დეპარტამენტი უზრუნველყოფს მკურნალობას შემდეგი მიმართულებებით:

 

  • თიაქარების ოპერაციები (გვერდითი, გულმკერდის, ჭიპის და სხვა)

 

  • ნაღვლის ბუშტის ქირურგია (ქოლეცისტექტომია)

 

  • ბრმანაწლავის ოპერაცია (აპენდექტომია)

 

  • კუჭ-ნაწლავის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.

 

  • კანისა და კანქვეშა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები.

 

  • ქირურგიული აბსცესების და ჩირქგროვების მკურნალობა.

 

  • მცირე ქირურგიული ჩარევები ამბულატორიულ რეჟიმში.

 

ჩვენთვის მთავარი პაციენტის უსაფრთხოება, ეფექტური მკურნალობა და ინდივიდუალური მიდგომაა. დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს კლინიკის სხვა სპეციალისტებთან, რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მრავალპროფილურ მიდგომ