პულმონოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს და მკურნალობს ფილტვებისა და სუნთქვის სისტემის სხვა ნაწილების არაინფექციურ და ინფექციურ დაავადებებს, ხოლო ფთიზიატრია არის მედიცინის დარგი, რომელიც სპეციალიზდება ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
ამბულატორიული მომსახურება მოიცავს შემდგომი დაავადებების დიაგნოტირებასა და მართვას:
√ ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები ასთმის, ბრონქიტის, ემფიზემის, ბრონქოექტაზების და მუკოვისციდოზის ჩათვლით;
√ზედა და ქვედა საუნთქი გზების მწვავე ინფექციები: პნევმონიები, მწვავე ბრონქიტი, მწვავე ბრონქიოლიტი
√ქრონიკული ხველა
√ პროფესიული და სხვადასხვა გარე გამღიზიანებლით გამოწვეული ფილტვის დაავადებები მტვრის ინჰალაციით, აზბესტოზით გამოწვეული დაავადებების და პროფესიული ასთმის ჩათვლით;
√ემფიზემა
√პლევრის სხვა დაავადებები: პლევრიტი.
√სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები მათ შორის ასთმა, ჰიპერმგრძნობელობით, ჰიპერაქტივობით და სხვადასხვა გარე ალერგიული ფაქტორით გამოწვეული დაავადებები;
√ სუნთქვის დარღვევა ძილის დროს და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები ძილის აპნოეს სინდრომის ჩათვლით;
√ ფილტვის, პლევრის და შუასაყარის პირველადი და მეტასტაზური ონკოპათოლოგიები;
√ ფილტვის და ფილტვგარეშე ტუბერკულოზი მართვის, ეპიდემიოლოგიის და პრევენციის ყველა ასპექტის გათვალისწინებით;
√ფილტვის დიფუზური ინტერსტიციული დაავადებები;
√ ფილტვის იატროგენული დაავადება მედიკამენტებით გამოწვეული დაავადების ჩათვლით;
√ ფილტვის მწვავე დაზიანებები მათ შორის რადიაციით, ინჰალაციით და ტრამვით გამოწვეული;
√გენეტიკური და განვითარების პათოლოგიით გამოწვეული სასუნთქი სისტემის დაავადებები;
√ რესპირატორული დაავადებების პრევენცია;
კლინიკა გთავაზობთ:
რის საშუალებას გვაძლევს აღნიშნული კვლევები:
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა გაძლევთ შესაძლებლობას ულტრათანამედროვე აპარატურით ჩაიტაროთ კვლევები და დასვათ სწორი დიაგნოზი.