პედიატრიული დეპარტამენტი – ხელმძღვანელი: მალვინა ჯავახაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ პროფესორი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი (ინფექციურ დაავადებებში), ნებადართული სპეციალობა – პედიატრია, ინფექციური დაავადებები, ბავშვთა ინფექციური დაავადებები.
ექიმები:
> მაია ქაჩლიშვილი;
> ლალი კობიაშვილი;
> ნათია დვალი;
> ნატალია თავხელიძე;
> თამარ კორახაშვილი;
> მარიკა მახარაშვილი;
> რუსუდან კობახიძე
დეპარტამენტში ჰოსპიტალიზაციის ჩვენებები:
• ცხელება (ნებისმიერი გენეზის, მათ შორის უცნობი წარმოშობის);
• ზემო და ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები: ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, პნევმონია;
• ნაწლავთა ინფექციები: ბაქტერიული, ვირუსული (როტავირუსი, ნოროვირუსი, ვირუსული დაუზუსტებელი), პარაზიტული ეტიოლოგიის, მათ შორის ჰემოკოლიტით მიმდინარე;
• გამონაყრით მიმდინარე დაავადებები: ბაქტერიული (სტრეპტოდერმია, სტაფილოდერმია, პიოდერმია, ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი), ვირუსული (ჰერპესვირუსული, პარვოვირუსული, ადენოვირუსული, ენტეროვირუსული, ვირუსული ეგზანთემა, დაუზუსტებელი);
• ბავშვთა ასაკის ინფექციური დაავადებები: ჩუტყვავილა, ქუნთრუშა, ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა;
• სხვადასხვა სისტემის ანთებითი დაავადებები: ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული;
• ჰერპესვირუსული ინფექციები: ჩუტყვავილა, ზოსტერი, ციტომეგალოვირუსი, ინფექციური მონონუკლეოზი, ჰერპესული ეგზემა, დერმატიტი, გინგივოსტომატიტი, ფარინგოტონზილიტი, მენინგიტი, ენცეფალიტი, თვალის ჰერპესვირუსული ავადმყოფობა;
• ბაქტერიული მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი: მენინგოკოკური, გრიპოზული, პნევმოკოკური, სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური და სხვა ბაქტერიული მენინგიტი, მწვავე მენინგოკოქცემია, ლისტერიული მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი;
• ვირუსული მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი: ვირუსული, ენტეროვირუსული, ადენოვირუსული, ჰერპესვირუსული, ჩუტლვავილისმიერი, ზოსტერისმიერი, ყბაყურასმიერი მენინგიტი და ენცეფალიტი, ლიმფოციტური ქორიომენინგიტი, წითელა გართულებული მენინგიტით და ენცეფალიტით, მწვავე პოლიომიელიტი, წითურა ნევროლოგიური გართულებებით;
• პარაზიტოლოგია: ამებეაზი, ბრუცელოზი, ჰელმინთოზი, ტრიქინელოზი, ნაწლავების სხვა პროტოზოული ავადმყოფობა;
• ჰეპატიტები: მწვავე, ვირუსული და ქრონიკული