• 02 04 2018
    • 344 ნახვა
    აქცია სოფელ მეტეხში

    აქცია სოფელ მეტეხში

    23 მარტს, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ კასპის რაიონ სოფელ მეტეხში გასვლითი აქცია ჩაატარა. მთელი დღის მანძილზე სოფლის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ მაღალკვალიფიციური პედიატრის და კარდიოლოგის უფასო კონსულტაციებით და გამოკვლევებით.
    ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმებმა გასინჯეს 100-ზე მეტი პაციენტი. თითოეულ მათგანს საჭიროებისამებრ გაუკეთდა ელექტროკარდიოგრამა და გულის ექოსკოპიური გამოკვლევა, გადაეცა მედიკამენტები და მიეცა შესაბამისი დანიშნულება.

    ბოჭორიშვილის კლინიკა მადლობას უხდის ექიმებს გაწეული შრომისთვის ასევე დიდი მადლობა სოფელ მეტეხის ამბულატორიას გაწეული თანადგომისთვის.
    ბოჭირიშვილის კლინიკა ზრუნავს მოსახლეობაზე და მომავალში კვლავ გეგმავს მსგავსი გასვლითი აქციების ჩატარებას საქართვეოს სხვადასხვა რეგიონებში.